საქართველოს მთავარ პროკურატურაში გერმანელი ექსპერტის პამელა კნაუსის ვიზიტი დაიწყო. გერმანელი ექსპერტის საქართველოში მოწვევის მიზანი ქართველი კოლეგებისთვის სისტემური დანაშაულის შეფასების საკითხში გამოცდილების გაზიარებაა.
პამელა კნაუსი უკვე შეხვდა საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს.
შტუტგარდის პროკურატურის პროკურორი სამუშაო შეხვედრებს ქართველ კოლეგებთან გამართავს და მათ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შეფასებაში კონსულტაციას გაუწევს.
გერმანელი პროკურორის ვიზიტი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
26.04.13