ბრაზილიაში მიმდინარე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილილები 7:1 დაამარცხა.
ანგარიში თამაში მე-11 წუთზე, ტონი კროოსის კუთხურის შემდეგ, თომას მიულერის გოლით გაიხსნა.
23-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ მეორე გოლი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირი გახდა – 16 გოლით. მან ბრაზილიელ რონალდოს გაასწრო (15 გოლი).
24-ე წუთზე ლამი-მიულერი-კროოსის კომბინაციამ ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა. ორ წუთში ტონი კროოსმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 4-მდე გაზარდა.
29-ე წუთზე სრულიად დემორალიზებულ ბრაზილიის ნაკრებს კიდევ ერთი გოლი ხიდერამ გაუტანა – 0:5.
69-ე წუთზე ბრაზილიის კარში ერთი გოლი ანდრე შიურლემ გაიტანა – 0:6.
79-ე წუთზე ანდრე შიურლემ დუბლი შეასრულა, ხოლო მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს, გოლი ოსკარმა გაიტანა და სავოლოო ანგარიში 7:1 გახდა.
მსოფლიო ჩემიპონატის მეორე ფინალისტი დღეს, არგენტინა-ჰოლანდიის ნატში შემდეგ გახდება ცნობილი.
ფინალი 12 ივლისს შედგება.
09.07.14