ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით დღეს მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების ცერემონიასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, 12:00 საათიდან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისისა და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე”, _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ედუარდ შევარდნაძის გამოსვენების დღეს, 13 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მესხიშვილის ქუჩა სრულად ჩაიკეტება.
11.07.14