ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ამასთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამართა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არ ყოფილა რაიმე სერიოზული პრობლემა.
თამარ ჟვანიას განცხადებით, საინფორმაციო ბრიფინგები ორ საათში ერთხელ გაიმათება. აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები კი, 10:30 საათზე გახდება ცნობილი.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ხმების დასათვლელად დღეს, 15 ივნისის არჩევნებთან შედარებით, ნაკლები დრო იქნება საჭირო და ცესკო შეეცდება, წინასწარი შედეგები სწრაფად გამოაცხადოს.
ამასთან, 07:00 საათიდან ცესკო მუშაობს კომისიის ცხელი ხაზი 2 51 00 51, ასევე ონლაინ ატი და ონლაინოპერატორი. ჟვანიას თქმით, ცხელ ხაზზე უკვე შვიდა რამდენიმე კითხვა სააღცევნო პროცედურებთან დაკავშირებით.
თამარ ჟვანიამ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
12.07.14