ხვალ, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრი „დოქტრინა ბიზნეს რევიუ” (DBR) წარმოადგენს პრეზენტაციას თემაზე „არამდგარადი სახელმწიფოების ინდექსი და საქართველო მყიფე სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში“.
DBR–ის კვლევას, საფუძვლად უდევს მსოფლიოში აღიარებული ამერიკული ორგანიზაცია The Fund for Peace–ის და ამერიკული გამოცემის Foreign Policy პოლიტოლოგ–ექსპერტების მიერ შემუშავებული The Fragile States Index –ის 8 წლიანი ანალიზის შედეგები.
The Fragile States Index 2014 და შესაბამისი რეიტინგი შემუშავებულია 2013 წლის შედეგების ანალიზის საფუძველზე. კვლევის შედეგების მიხედვით მთლიანობაში საქართველომ ერთ წელიწადში მკვეთრად და პოზიტიურად გაიუმჯობესა საერეტინგო პოზიცია არამდგრად სახემწიფოების რეიტინში ( The Fragile States Index 2014), გადაინაცვლა რა 55-ე ადგილიდან 63-ე პოზიციაზე და მიუახლოვდა ისრაელს, რომელიც 65-ე ადგილზეა. ამ წარმატებით საქართველო იმ ქვეყანათა ათეულში მოხვდა, რომლებმაც წლიური გაანგარიშებით მკვეთრად გაიუმჯობესეს სარეიტინგო მდგომარეობა.
მიუხედავად ამისა, კვლევამ დაადგინა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში (2006–2013 წლის შედეგების მიხედვით) არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგში საქართველო ე.წ. „უკიდურესად სახიფათო ზონაში“ კვლავინებურად იმყოფება, რომელიც უპირატესად „ელიტური /კლანური ჯგუფების ძალაუფლების“ (Factionalized Elites) ნეგატიური გავლენით არის განპირობებული.
კვლევა აგრეთვე ცხადყოფს, რომ „ ელიტური /კლანური ჯგუფების გავლენის მსოფლიო რეიტინგში 2014“ საქართველო (2013 წლის შედეგების მიხედვით) ე.წ. „უკიდურესად საგანგაშო ზონაში“ იმყოფება.
ორგნიზატორების ცნობით, პრეზენტაციას დაესწრებიან ექსპერტები და სამეცნიერო ისტებლიშმენტის წარმომადგენლები. დასასრულს გაიმართება დისკუსია განხილული საკითხის ირგვლივ.
ინფორმაციისთვის, Doctrina Business Review (DBR) – წარმოადგენს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრს, რომელიც ატარებს კვლევებს მიკრო-მაკრო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში და შედეგებს წარუდგენს მას-მედიასა და ამ საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ექსპერტთა ჯგუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებებით აწარმოებს. Doctrina Business Review (DBR) წარმოადგენს და აქვეყნებს საინტერესო ტენდენციებს, ინდექსებს, რეიტინგებს, რეკომენდაციებსა და პროგნოზებს.
13.07.14