მოსკოვის მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, მოსკოვის მერის მოადგილის პეტრე ბირიუკოვის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებს დახმარებისთვის 149 ადამიანმა მიმართა, რომელთაგან 106 ჰოსპიტალიზირებულია, 24 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, მოსკოვის მეტროსადგურებს “სლავიანსკი ბულვარსა” და “გამარჯვების პარკს” შორის მომხდარი ავარია ცრუ სიგნალიზაციამ გამოიწვია, რაც მეტროს მატარებლის უეცარი დამუხრუჭების მიზეზი გახდა. 15.07.14
Discussion about this post