საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვევა.
საგარეო უიწყების ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. იგეგმება სხდომაზე მინისტრის სიტყვით გამოსვლა.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ედგარ რინკევიჩსის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.
“შეხვედრებზე განხილული იქნება როგორც საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობის, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი და რეგიონში არსებული ვითარება”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვრიდან ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს.
17.07.14