ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი „კონტი ჯგუფი“ საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს ხსნის,
გადაწყვეტილება ამის შესახებ საინვესტიციო ჰოლდინგის პრეზიდენტმა კურტ კონტიმ დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გააცნო.
პრემიერის პრესსამსახირის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკული ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ გამოხატა სურვილი განახორციელოს ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში.
უკვე გადაწყვეტილია, რომ „კონტი ჯგუფი“ თბილისში ამერიკულ საავადმყოფოს ააშენებს, სადაც ის 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
21.07.14