გაეროს უშიშროების საბჭომ დონეცკის ოლქში მალაიზიური ლაინერის ჩამოგდება ერთხმად დაგმო. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი წარადგინა ავსტრალიამ, რომლის 28 მოქალაქეც МН17 რეისით მგზავრობდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „ლაინერი ჩამოაგდეს“. გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავეთა დასჯა.
დოკუმენტი ასევე შეიცავს მოთხოვნას შეიარაღებული სეპარატისტების მიმართ – ექსპერტებს და გამომძიებლებს მიეცეს ადგილზე მუშაობის შეუზღუდავი შესაძლებლობა. რეზოლუციაში ასევე მოთხოვნილია, რომ მიცვალებულებს პატივისცემით მოექცნენ. ბოლო ორი მოთხოვნის გამო რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ბლოკავდა და აცხადებდა, რომ სეპარატისტები გამოძიებას პრობლემებს არ უქმნიან.
სინამდვილეში კი სიტუაცია საპირისპიროა – შეიარაღებული სეპარატისტები ლეინერის ჩამოვარდნის ადგილზე ექსპერტების მუშაობას აბრკოლებენ, არ აძლევენ ჩამოვარდნის ადგილის სრულფასოვნად შესწავლისა და მიცვლებულთა ამოცნობის საშუალებას, გადააქვთ ადგილზე ჩამოვარდნილი ნივთმტკიცებულებები, არის ცნობები მოროდიორობისა და გარდაცვლილთა ნივთების ქურდობის შესახებ.
როგორც ჩანს საერთაშორისო ზეწოლა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში რეზოლუციას რუსეთმაც დაუჭირა მხარი.
22.07.14