ახლახანს, პრემიერ-მინისტრმა ქართულ საზოგადოებას მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ ამცნო. მსგავს საკითხებზე მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები ერთობ მნიშვნელოვანია, თუმცა შეიძლება ითქვას განსაკუთრებული არაფერი თქმულა. მხოლოდ ექსპერტთა შეფასებები და საზოგადოების ცალკეული ფიგურების ავტორიტეტული, თუ ნაკლებად ავტორიტეტული აზრები გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე მოხდა თუ, ისე თანამდებობიდან შვიდი მინისტრი იქნა გადაყენებული, აქედან ორმა მოხელემ შეინარჩუნა მინისტრის სავარძელი თუმცა სხვა უწყებაში.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზეზი? ერთ-ერთი მიზეზი ალბათ რეიტინგია. ,,თბილისი თაიმსი“ 2014 წლის 30 აპრილიდან გამოკითხვას ახორციელებდა კითხვით – რომელი მინისტრია საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები. გამოკითხვაში 606 – მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები საინტერესო აღმოჩნდა და ასე გამოიყურება:
ყველაზე მისაღებ მინისტრთა რეიტინგში პირველ ადგილზე დავით სერგეენკოა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აბარია. მეორე პოზიციაზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა, მესამეზე კი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მეოთხე ადგილზე ქალბატონი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ხოლო მეხეთუ ადგილზე აწ უკვე ყოფილი კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია აღმოჩნდა.
გთავაზობთ რეიტინგს, ხმების ოდენობითა და მინისტრების მთელი შემადგენლობით, რომელთაგან ნაწილი აღარ არის მინისტრი, ნაწილი კი გადაადგილებულია.
- დავით სერგეენკო (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი) (38%, 230 ხმა)
- ირაკლი ალასანია (თავდაცვის მინისტრი) (24%, 148 ხმა)
- კახა კალაძე (ენერგეტიკის მინისტრი) (9%, 55 ხმა)
- თეა წულუკიანი (იუსტიციის მინისტრი) (7%, 36 ხმა)
- გურამ ოდიშარია (კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი) (4%, 26 ხმა)
- თამარ სანიკიძე (განათლებისა და მეცნიერების მინისტრი) (4%, 24 ხმა)
- ხათუნა გოგალაძე (გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი) (3%, 19 Votes)
- ალექსანდრე ჭიკაიძე (შინაგან საქმეთა მინისტრი) (2%, 12 ხმა)
- ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი) (2%, 12 ხმა)
- მაია ფანჯიკიძე (საგარეო საქმეთა მინისტრი) (1%, 9 ხმა)
- ნოდარ ხადური (ფინანსთა მინისტრი) (1%, 8 ხმა)
- გიორგი კვირიკაშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი) (1%, 7 ხმა)
- შალვა ფიფია (სოფლის მეურნეობის მინისტრი) (1%, 7 ხმა)
- სოზარ სუბარი (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი) (1%, 6 ხმა)
- დავით დარახველიძე (ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი) (1%, 5 ხმა)
- ელგუჯა ხოკრიშვილი (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი) (1%, 2 ხმა)
26.07.14
გიორგი ჩუბინიძე