ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე მუსიკალური ფესტივალის “ახალი ტალღა 2014” -ის გამარჯვებულია. ნუცა ბუზალაძემ ბოლო საკონკურსო დღეს 11 ქულიანი შეფასება ჟიურის ყველა წევრისგან მიიღო და კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. 17 წლის მომღერალმა მაია კაჭკაჭიშვილის In My Dreams–ს იმღერა. წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენდა. 27.07.14