• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, მაისი 28, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “მინისტრების მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ”

ირაკლი ღარიბაშვილი: “საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას”

2014/07/29
in პოლიტიკა
1 0
1
SHARES
9
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

news_12607საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურატურის მიერ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის პასუსისგებაში მიცემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობა ობიექტურ გამოძიებას მიესალმება.

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ პროცესი აბსოლუტურად ღიაა და ქართველ ხალხს, მთელ მსოფლიოს, პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

“2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს.
ქართველ ხალხს სურს, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაბატონებული ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოითხოვს ისეთ სისტემას, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხს აგებს საქართველოსთითოეული მოქალაქე და სადაც თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას. სასამართლო აღარ განიცდის ხელისუფლების გავლენას, მთავარი პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, პოლიტიკა განდევნილია სასამართლო სისტემიდან, სამართალდამცავი ორგანოები და ჯარი სრულად დეპოლიტიზირებულია, დაცულია ბიზნესი და კერძო საკუთრება, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება, მოქალაქეთაყველა ძირითადი უფლება სრულად დაცულია, დასრულდა ადამიანთა წამება ციხეებში, გაიზარდა მსჯავრდებულთა უფლებები.

დღეს, ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, მთავარმა პროკურორმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისგებაში მისცა ისინი, ვინც, სავარაუდოდ, დაარღვია კანონი. პროცესი აბსოლუტურად ღიაა – ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. 

საქართველოს მთავრობა მიესალმება ობიექტურ გამოძიებას, რადგან სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა გახდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენი საბოლოო მიზანია ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის წინაშე ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი და კანონზე მაღლა არავინ იდგება”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

29.07.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
“ამ ეტაპზე აზოვსტალის დამცველები განწირულები არიან” – ზაზა ცოტნიაშვილი
ახალი ამბები

“ამ ეტაპზე აზოვსტალის დამცველები განწირულები არიან” – ზაზა ცოტნიაშვილი

2022/05/17
Next Post

შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა

1 აგვისტოდან სურსათის ეტიკეტზე ტერმინების - "ორგანული" "ეკო", "ბიო" გამოყენება იკრძალება

სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

დედაქალაქში ტრამვაი დელისი-ორთაჭალის მიმართულებით ივლის

დედაქალაქში ტრამვაი დელისი-ორთაჭალის მიმართულებით ივლის

6 წელი ago

“რუსეთიდან გაზს ჩვენ ყოველთვის ვიღებდით”

6 წელი ago

ედვარდ სნოუდენი შესაძლოა რუსეთში კიდევ დიდხანს დარჩეს

9 წელი ago
დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

3 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In