• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, მაისი 20, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
საქართველოში არსებულ ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენაზე ექსპერტები საუბრობენ

საქართველოში არსებულ ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენაზე ექსპერტები საუბრობენ

2014/08/02
in ექსკლუზივი
1 0
1
SHARES
14
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რამოდენიმე დღის წინ  „დოქტრინა ბიზნეს რევიუმ”-  (DBR) გამართა პრეზენტაცია თემაზ ე „არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსი  და საქართველო მყიფე სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში“.   კვლევა მსოფლიოს 178 ქვეყანაში არსებული ნეგატიური სახელმწიფოებრივი ვითარებების ანალიზს ეხება. კვლევას, საფუძვლად უდევს მსოფლიოში აღიარებული ამერიკული ორგანიზაცია The Fund for Peace–ის და ამერიკული გამოცემის Foreign Policy პოლიტოლოგ–ექსპერტების მიერ შემუშავებული  The Failed States Index –ის მრავალწლიანი ანალიზის შედეგები. კვლევის შედეგების მიხედვით მთლიანობაში საქართველომ ერთ წელიწადში მკვეთრად და პოზიტიურად გაიუმჯობესა საერეტინგო პოზიცია არამდგრად სახემწიფოების რეიტინში (The Fragile States Index 2014), გადაინაცვლა რა 55-ე ადგილიდან 63-ე პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, კვლევამ დაადგინა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში (2006–2013 წლის შედეგების მიხედვით) არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგში საქართველო ე.წ. „უკიდურესად სახიფათო ზონაში“ კვლავინებურად იმყოფება, რომელიც უპირატესად „ელიტური /კლანური ჯგუფების ძალაუფლების“ (Factionalized Elites)  ნეგატიური გავლენით არის განპირობებული.  იმის შესახებ თუ რას ნიშნავს „ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენა სახელმწიფოზე“? რატომ იმყოფება საქართველო ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენით ძალიან სუსტ პოზიციაზე? და რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი? „თბილისი თაიმს“ ექსპერტები – აკაკი ცომაია, ირაკლი ზარქუა და რომან გოცირიძე ესაუბრა.

unnamed-22აკაკი ცომაია:

„როდესაც საზოგადოებაში არის კანონის უზენაესობის პრობლემა და მყიფე დემოკრატია, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოდის ხელისუფლებაში და იძენს ძალაუფლებას, იყენებს მას პირადი მიზნების დასაკმაყოფილებლად და არც თუ იშვიათად. საზოგადოების ბევრი წევრი ცდილობს, რომ მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა ჰქონდეთ იმ ადამიანებთან, რომელთაც მიიღეს ძალაუფლება, რადგან მიიღონ კონკრეტული სარგებელი ასეთი თანამშრომლობისგან. როგორც წესი, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ნაცნობები და სხვა ჯგუფები არის უკვე წინასწარ ფორმირებული ე.წ. ნეთვორქები (ქსელები), რომლებიც აქტიურდებიან, ცდილობენ  სხვების დასწრებასა და “მეფის კარზე” დაკანუნებას, რომ ძალაუფლებას გამოსტყუონ რაც შეიძლება მეტი სარგებელი. ძალაუფლებაში მოსულ ადამიანს კი ბევრი რამ შეუძლია, მათ შორის კონკურენტული გარემოს გვერდის ავლით პრივილეგირებული ფენების წარმოქმნა, რადგან კანონი არ კანონობს და რომ, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც კანონის დარღვევა ეპატიებათ ან/და იღებენ იმას, რაც წესით, კონკურენტული ბრძოლის შედეგად უნდა მოეპოვებინათ. ასე, წარმოიქმნება ელიტარული/კლანური ჯგუფები და რაც უფრო მაღალ მფარველობას იღებენ ისინი ძალაუფლებისგან, მით უფრო მეტ გავლენას ახდენენ სახელმწიფოზე.

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ამით ყველაფერი ნათქვამია. სავარაუდოდ, არაერთი ათეული წელი დასჭირდება ამ მენტალობის შეცვლას. არა მხოლოდ საქართველოში, ეს პრობლემა ყველგან დგას. განსხვავება ის არის, რომ პრობლემის სიმწვავის ხარისხი ბევრად მაღალია ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ბევრი ადამიანის საზრუნავს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოადგენს. ამ ქვეყანათა რიცხვშია საქართველოც

გამოსავალი კი მდგომარეობს სახელმწიფო ძალაუფლების შემცირებაში. ფორმულა მარტივია, Limited Governments (ბევრად უფრო მეტი შეზღუდული უფლებამოსილება ხელისუფლებას) კლანების, ელიტების და სხვა მსგავს დაჯგუფებათა ფორმირების შექმნის მოტივაციაც ნაკლები იქნება. „

ZARQUირაკლი ზარქუა:

„ჩვენდა სამწუხაროდ, ამ კვლევებმა არც თუ სახარბიელო ადგილი მიგვიჩინა მსოფლიო  მყიფე სახელმწიფოების რეიტინგში, თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც თან ახლავს. ჩვენ გვახსოვს უახლოესი ისტორიიდან  მთავრობები, რომლებიც  სხვადასხვა კლანური მართველობის  ფორმით  ხასიათდებოდნენ. შევარდნაძის დროს, ყველა სახელმწიფო თუ  კერძო სექტორი  ჩართული იყო ერთ დიდ კორუფციულ სისტემაში. სადაც ქრთამის აღებ–მიცემობა პრაქტიკულად  ლეგალური იყო მთელს ქვეყანაში. შემდეგ იყო სააკაშილის მმართველობა, რომელიც  განსხვავდებოდა წინა მორბედისგან უფრო მკაცრი და ელიტური კორუფციული დისციპლინით. ამ მართველობის დამახასიათებელი თვისება იყო ის რომ,  დაბალ სახელმწიფო თუ კერძო ინსტაციებში კორუფცია  მინიმუმამდე დავიდა . უფრო მეტიც,  მოხდა პოლიციის  რეფორმა და ერთ მშვენიერ დღეს პატრულმა უარი თქვა ქრთამის აღებაზეც და წითელზეც კი გააჩერა პატრულის ეკიპაჟმა. რაც, რა თქმა უნდა, სასწაულის ტოლფასი იყო , განსაკუთრებით პოსტ–საბჭთა სივრცეში. თუმცა  მეორე მხრიდან იფეთქა   და საკმაოდ დიდი და მძლავრი   ფესვები გაიდგა ელიტარულ – კორუფციულ – კლანურმა  მართველობამ. სადაც გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ პატრონები და ყველაფრის კეთების უფლება ქონდათ. მათ შორის, ბიზნესის დატერორების, სახელმწიფო შესყიდვებით თავიანთი კომპანიების ჩართულობით, ადამიანთა უფლებების დარღვევის და კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე  თავისი მერკანტილური ინტერესების გატარება. რამაც რასაკვირველია ასახვა ჰპოვა  ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებშიც.  ვფიქრობ, რომ ეს ძირითადი  ფაქტორები გახლდათ  წლების განმავლობაში ამ ცუდი რეიტინგის  მიზეზი.

გამოსავალი,  რა თქმა უნდა, ახალ ხელისუფლებაშია, მან უარი უნდა თქვას იმ მანკიერ მემკვიდრეობაზე და ქვეყნის განვითარება უნდა დაიწყოს, კანონის უზენაესობის დაცვით, ბიზნესის ხელშეწყობით; ადამიანთა უფლებების დაცვით; კერძო ქონების პატივისცემით, კონკურენციული ბაზრის თამაშების დანერგვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათაშორის მინდა ავღნიშნო რომ, ბოლო ორი  წლის საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, მაინც პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, თუმცა სასურველ შედეგებამდე ჯერ მაინც შორს ვართ.ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და მე მჯერა რომ ამ მთავრობას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს აღმოაჩნდება სათანადო ძალისხმევა, რომ ქვეყანა სწორედ ევროპული მმართველობის და განვითარების რელსებზე გადაიყვანოს.სადაც ბიზნესი და პოლიტიკა გამიჯნულია ერთამანეთისგან. სადაც ყველა საჯარო მოხელე , მხოლოდ კანონის ფარგლებში და სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში მოქმედებს და რაც მთავარია დაცულია ადამიანთა უფლებები. ჩემი აზრით, სწორედ ეს მიდგომები გამოასწროებს, როგორც ქვეყნის  ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, ასევე იმ საერთაშორისო რეიტინგებსაც და იმიჯს ჩვენი  ქვეყნისას.“

previewრომან გოცირიძე:

„ელიტური ( მათ შორის კლანური) ჟგუფების უარყოფითი გავლენა მართლაც საგრძნობია ქართულ სინამდვილეში. სწორედ ელიტებისა და კლანების ინტერესების შეჯახებამ გამოიწვია მრავალი კონფლიქტი( მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე), სამოქალაქო ომი და დაპირისპირებები. ეს არ არის შორეული წარსული, რომ მისი გამოძახილი არ აისახოს ქვეყნის მდგრადობის რეიტინგზე.ვინ იყო და არის ელიტა საქართველოში: პარტიული ნომენკლატურა, კრიმინალური ( ქურდული) სამყარო, სამხედროები, სასულიერო პირები, მედიალიდერები, გავლენიანი ექსპერტები, მწერლობა და ხელოვანი, სპორტსმენები,მდიდარი ბიზნესმენები…ყველა, ვისაც შეუძლია ძალაუფლება მოუტანოს და შეუნარჩუნოს პოლიტიკურ ძალებს და “ჩაუჯდეს წილში” მათ. ძალაუფლებისათვის კანონიერი და არაკანონიერი ფორმით ბრძოლა არის საქართველოში ელიტური/კლანური დაპირისპირების მთავარი ლეიტმოტივი.ყველა ხელისუფლება დაამხო მისმა შემცვლელმა, მათ შორის შეიარაღებული აჯანყების გზითაც.ხელისუფლებას ყოველ ცვლილებას მოსდევდა ერთი ელიტის ჩანაცვლება მეორეთი, დაჭერები და ემიგრაცია. საქართველოს პოსტსაბჭოური ისტორია არის ელიტების ბრძოლის ისტორია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ბოლო ცვლილება მოხდა არჩევნების გზით, მაინც ვერ იქნა თავიდან ელიტურ/კლანური დაპირისპირება. ე.წ. სამართლიანობის აღდგენა უფრო პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც მართლაც უკანონოდ ქონება ჩამორთმეული ადამიანების მიერ რაიმე სამართლის პოვნა. პოლიტიკური სასამართლო პროცესებიც ალბათ იქნა ამ რეიტინგში ასახული, როგორც ელიტების ბრძოლის მაგალითი, როგორც თბილი, ელიტის კუთვნილი ადგილების დაკავება.  ნაცნობობით, ნათესაური ნიშნით სახელისუფლო პოსტებზე დანიშვნებიც არის რეიტინგში ცუდი პოზიციების მიზეზი. თუ ვის მიუწვდება ბიუჯეტზე ხელი და ხდება თუ არა სახელისუფლო პოლიტიკური ელიტის მიერ სხვა ჯგუფების მოსყიდვა, ესეც ერთერთი ინდიკატორია. გვახსოვს ხელგაშლილი დაფინანსება–დაჯილდოება მომღერლების, ეკლესიის ( შავი ჯიპები) და სხვა ხარჯები ან ახლანდელი სახელფასო–საპრემიო ბატალიები. ესეც ელიტის “უფლებაა” მოითხოვონ თავისთვის იმაზე მეტი, რაც ეკუთვნით.

მომავალი რეიტინგი ალბათ უარესი იქნება ელიტურ/კლანური დაპირისპირების გამო. განსაკუთრებით წონადი იქნება ყოფილ პრეზიდენტზე სისხლის სამართლებრივი დევნის გამოცხადების ფაქტორი. ასევე მოახდენს გავლენას ეკლესიის ჩარევის ზრდა სამოქალაქო ცხოვრებაში( მაგ. დისკრიმინაციის შესახებ კანონის “შეკრეჭა” ან კაზანტიპის ახალგაზრდული მუსიკლური ფესტივალის წინააღმდეგ გალაშქრება).ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები გავლენას ახდენენ ამ რეიტინგის ელიტურ–კლანური ჯგუფების გავლენის კომპონენტზე, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის სხვა მაჩვენებლებზეც.“

02.08.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
ილია მეორეს ნათლული კიდევ 821 ჩვილი გახდება

ილია მეორეს ნათლული კიდევ 821 ჩვილი გახდება

ილიაუნი სასამართლოს ყველა ინსტანციაში დამარცხდა, უნივერსიტეტში ძველი კადრები ბრუნდებიან

ილიაუნი სასამართლოს ყველა ინსტანციაში დამარცხდა, უნივერსიტეტში ძველი კადრები ბრუნდებიან

"წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება საბოლოო დოკუმენტი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი კანონი – კონსტიტუცია"

Discussion about this post

ახალი ამბები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 
ახალი ამბები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 

2022/05/19
0

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პუტინს კიდევ ერთხელ აქებს და ამბობს, რომ ბავშვებმა მაგალითი სწორედ მისგან უნდა აიღონ. „ჩვენ გვყავს პრეზიდენტი,...

სრულად
სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 

სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 

2022/05/19
ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 

2022/05/19
საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება – გამყრელიძე  

საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება – გამყრელიძე  

2022/05/19
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

2022/05/18
ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

2022/05/18
“ბირთვული ომი დაუშვებელია, რადგან ჩვენი დედამიწა შესაძლოა ორბიტას მოწყდეს და სად გავფრინდებით არავინ იცის” – ლუკაშენკო 

რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს – ლუკაშენკო  

2022/05/18

საინტერესო

“ფონდი ქართუს” ინიციატივი, მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნება

6 წელი ago

” „მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს”

5 წელი ago
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე იქნება.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე იქნება.

8 წელი ago

საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვის ხვალ კახეთში კულტურული ტური გაიმართება

9 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ  2022/05/19
  • სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება  2022/05/19
  • ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება  2022/05/19

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In