ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს კონცეფციასთან დაკავშირებით გაიმართა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიღრმისეული აზრთა გაცვლა, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე უშიშროების საბჭომ.
“ეს ორგანო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამ ორგანოს ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოფს იმას, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ქვეყნის მშვიდობას, ომს, ზავს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნას, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების ან შემოსვლას, ან გატარებას ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ეხება უმნიშვნელოვანესი სამხედრო დოკუმეტების შემუშავებას, რომელიც ეხება თვითმმართველობის რომელიმე ერთეულის უფლებამოსილების შეზღუდვას, ან ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებების ან შეზღუდვას ან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ უფლებებს მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ასეთ გადაწყვეტილებებს სჭრდება სიღმისეული გააზრება, რომელიც მოხდება ორგანოში, რომლის მანდატიც გაწერილია, კონსტიტუციისა და ორგანული კანონების საფუძველზე – ასეთი ორგანო არის უშიშროების საბჭო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კოლეგებს გააცნეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხევდა.
“გავაცანი ჩვენეული ხედვა რამდენიმე დეტალთან დაკავშირებით, კერძოდ კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორგანოში წარმოდგენილი უნდა იქნეს პარლამენტი იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში შეხვდნენ ერთმანეთს აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები და შეთანხმდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ჩვენ გვქონდა დეტალური და ღრმა დისკუსია, იყო შეხედულებები, შენიშვნები დამატებითი დეტალები, რომლებიც დამუშავდება მომავალ პოლიტიკურ პროცესში. იმიტომ, რომ ეს პროექტი უკვე პარლამენტში იქნება განხილული და გვექნება მკაფიო პოზიცია”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ქვეყნის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისთვის, ქვეყნის თავდაცვისუნარიაონობის გაუმჯობესებისთვის კონსტიტუციური ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭო უნდა მუშაობდეს.
“ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ერთმანეთს ეთათბირებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფოების წევრები და აქ დგება კონსენსუსი რა გადაწყვეტილები უნდა იქნას მიღებული. ჩვენი მუშაობა, თანამშრომლობა გაგრძლდება, დეტალურად გავივლით კიდევ საკითხებს რაც იქნა წამოჭრილი ამ შეხვედრაზე. ეს არის მომავალი ფორმატი, რაზეც ჩვენ შევთანხდით და რაზეც საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭო და ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
19.08.14