შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” სიმსივნეს შეადარა. აღნიშნული განცხადება ობამამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ერაყის ჩრდილოეთით მოქმედმა დაჯგუფებამ ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის მკვლელობის ვიდეო გაავრცელა.
ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს აღნიშნული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
“როდესაც ვინმე ავნებს ამერიკელებს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს”, – განაცხადა ობამამ.
ისლამისტები აცხადებენ, რომ ჟურნალისტს თავი იმის გამო მოკვეთეს, რომ შეერთებული შტატების ავიაციამ ერაყში მდებარე ორგანიზაციის პოზიციები დაბომბა. ჯეიმს ფოული სირიაში 2 წლის წინ გაუჩინარდა.
21.08.14