თბილისში პირველი ბულვარი შენდება. სამკილომეტრნახევარი სიგრძის მონაკვეთზე დასასვენებელი სკამები, კაფეები და ველოტრასები განლაგდება. ქალაქის მოსახლეობას საღამოს ჰაერზე, ეკოლოგიურად სუფთა ბუნებაში გასატარებლად გადაადგილება ლისისა და კუს ტბის მიმართულებით აღარ მოუწევთ.
ბულვარი ქალაქის ცენტრიდან 7 წუთის სავალ გზაზე, საცხოვრებელი კომპლექსი – დირსის ტერიტორიაზე შენდება.
საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მდინარეს რეკრეაციული ფუნქცია აქამდე დაკარგული ჰქონდა. ქალაქის დიდ ნაწილში მტკვრის გასწვრივ სამანქანო გზებია აშენებული. დირსის ახალმა უბანმა კი, ეს ტენდენცია დაარღვია.
ევროპული სტილის საცხოვრებელი კომპლექსი სრულყოფილი ვერ იქნებოდა თანამედროვე სტილის ინფრასტრუქტურის გარეშე. ამასთანავე, ცხოვრების ჯანსაღი წესი დირსის უბნის კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ბულვართან ახლოს საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და ველო-ტრასები მოეწყობა. გარდა მოზრდილებისა დირსის უბანი ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვისაც საყვარელი ადგილი გახდება. ბულვართან ახლოს პატარებისათვის ეზოები საინტერესო კონსტრუქციებითა და სათამაშოებით აღიჭურვება.
უკვე შემოდგომიდან, დირსის უბნელებს და რიგით თბილისილებს დროის სასიამოვნოდ გატარება და ულამაზესი ხედებით დატკბობა დირსის ბულვარში შეეძლებათ.
27.08.14