1 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი,
.

როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან. მხარეები განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ- მინისტრს შეხვდება, ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს.
30.08.14