დღეიდან დროებით ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი, რომლის მიხედვითაც ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან უნდა გათავისუფლდეს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველო გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს.
„დღეიდან ოფიციალურად, ფორმალურად შესაძლებელია ევროკავშირის 500- მილიონიან ბაზარზე, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე საქართველოდან პროდუქციის შეტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მეწარმეებმა, მწარმოებლებმა, უმოკლეს დროში შეძლონ სტანდარტების შესამაბის დონემდე მიყვანა, იმას, ვისაც ეს სჭირდება“,-აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსანდრე პეტრიაშვილი.
01.09.14
Discussion about this post