“ნაციონალური მოძრაობა” შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ პარტიის სახელით განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.
ნადირაშვილმა მათი მოთხოვნის მიზეზად ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი დაასახელა.
“ქვეყანას მართავს არასერიოზული და მასხარად ქცეული შინაგან საქმეთა მინისტრი. “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვაცხადებ, რომ უნდა გადადგეს ჭიკაიძე. ის არ არის ამ ქვეყნის უბდურება. ამ ქვეყნის უბედურება არის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და თანამდებობებზე ისეთი ბუტაფორიები მაინც დანიშნონ, რომლებმაც წერა-კითხვა იციან,” – აცხადებს ნადირაშვილი.
03.09.14