ნატო უკრაინას ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისთვის 15 მილიონი ევროთი დაეხმარება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში, უკრაინა-ნატო-ს კომისიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მოკავშირეები უკრაინას დაახლოებით 15 მილიონით დაეხმარებიან”, -აღნიშნა რასმუსენმა. მისივე თქმით, ნატო უკრაინას დახმარებას გაუწევს, რათა გაამყაროს უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა, კონტროლი და კომუნიკაცია, ასევე ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების რეაბილიტაცია.
05.09.14
Discussion about this post