საქართველო უკრაინიდან 130 ბავშვს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განუცხდა.
“საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავეხმაროთ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ დაზარალებულ ბავშვებს – გავგზავნოთ იქ თვითმფრინავი და ჩამოვიყვანოთ 130 ბავშვი თანმხლები პირებით”, – განაცხადა მინისტრმა.
ყიფიანის განმარტებით, სია, კონკრეტულად რომელი რეგიონებიდან მოხდება ბავშვების ჩამოყვანა, დგინდება.
“პროცესში აქტიურადაა ჩართული, როგორც ჩვენი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ასევე ჩვენი საელჩო უკრაინაში. ჩვენ მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს”, – აღნიშნა ყიფიანმა.
05.09.14
Discussion about this post