ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ფერაძე შეცვალა. შიხიაშვილი აღნიშნულ თანამდებობას პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაიკავებს. ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს დღეს, 12:00 საათზე, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში გააკეთებს. 09.09.14