უკრაინის ტერიტორიაზე “მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი ”ბოინგი 777” დიდი რაოდენობით მაღალენერგიული ობიექტების ზემოქმედების შედეგად ჩამოვარდა, რომელიც თვითმფრინავში გარედან მოხვდა. ამის შესახებ ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ პირველად ანგარიშშია ნათქვამი.
“რეისი MH17 – ბოინგ 777-200 “მალაიზიის ავიახაზები” ჰაერში დაიშალა, სავარაუდოდ სტრუქტურული დაზიანებების შედეგად, რაც მაღალი ენერგიის მქონე დიდი რაოდენობის ობიექტების მოხვედრამ გამოიწვია, რომელიც თვითმფრინავში გარედან მოხვდა”, – ნათქვამია ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს წინასწარ ანგარიშში.
“მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი ბოინგ 777-ი აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე 17 ივლისს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს განცხადებით, საბოლოო ანგარიშში წლის განმავლობაში გამოქვეყნდება.
09.09.14