6 სექტემბერს ტაივანის კუნძულ სამასანაზე Red Bull King of the Rock 2014-ის მსოფლიო ფინალი გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელი ვახტანგ ქადარია 32 მონაწილეს შორის მესამე ადგილზე გავიდა. Red Bull King of the Rock ერთი-ერთზე ქუჩის კალათბურთის (სთრითბოლის) ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატია. შეჯიბრი უკვე მეხუთე წელია იმართება. აქამდე მისი ფინალი ყველაზე ცნობილი ამერიკული ციხის – ალკატრასის (Alcatraz) ეზოში ტარდებოდა, რომელიც ასევე „კლდის“ სახელითაა ცნობილი. წელს მსოფლიო ფინალი აზიის ტერიტორიაზე გადავიდა და ფინალისტები The King of the Rock –ჩემპიონის ტიტულისთვის უკვე სამასანას კუნძულზე იბრძოდნენ. ვახტანგ ქადარია საქართველოს ოფიციალური შესარჩევი ეტაპის ორგზის გამარჯვებულია (2013, 2014). შარშან ის სან-ფრანცისკოში მსოფლიო ფინალზე გაემგავრა, სადაც კლდის მეფის ტიტულის და 20 000 აშშ დოლარის მოსაპოველბლად იბრძოდა. მან სამი რაუნდი მოიგო და მეოთხედფინალშიც გავიდა, სადაც ესპანეთის ჩემპიონს სერხიო დე ლა ფუენტეს (Sergio de la Fuente) შეხვდა და ანგარიშით 12:10 დამარცხდა. წელს საქართველოს ფინალი, რომელიც 21 ივნისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა, ქადარიამ უკვე მეორედ მოიგო, რის შედეგადაც ტაივანში გაემგზავრა. მონაწილე ქვეყნები (26): საქართველო, ანგოლა, აზერბაიჯანი, ბახრეინი, ბელორუსია. გერმანია, ჰონკონგი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, იორდანია, ყაზახეთი, კუვეიტი, ლატვია, ლიბანი, ლიტვა, მალტა, მექსიკა, ფილიპინები, რუსეთი, სერბეთი, ესპანეთი, ტაივანი, ტუნისი, თურქეთი, აშშ. ჩემპიონატის გამარჯვებული 37 წლის გამოცდილი თურქი სპორტსმენი კივანკ დინლერი გახდა. 10.09.14