• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
სამშაბათი, მაისი 24, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home საზოგადოება
ილია მეორე: “საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის”

ილია მეორე: “საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის”

2014/09/12
in საზოგადოება
4 0
3
SHARES
49
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

GEORGIA/სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართულ წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზის ხვდება. მეჰმედ გორმეზი საპატრიარქოში წარმომადგენლობითი დელეგაციით იმყოფება. პატრიარქმა გორმეზის ვიზიტს მნიშვნელოვანი და ისტორიული უწოდა.

პატრიარქმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ იგი სიყვარულით იხსენებს თურქეთში ვიზიტს და იმედოვნებს, რომ მეჰმედ გორმეზის ვიზიტი გაგრძელება იქნება იმ ძმური და მეგობრული ურთიერთობის, რომელიც მისი ვიზიტის დროს თურქეთში დააიწყო.

“მე არ დამავიწყდება ის ძმური და მეგობრული შეხვედრები, რომელიც ჩვენ გქვონდა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ ამის ახალი ეტაპი იქნება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენს შორის ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ის რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის რაც მოხდა ჩემი თურქეთში ვიზიტის წინ, როდესაც დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაღიზიანებული ურთიერთობები იყოს ჩვენს შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ასეთ მოვლენებს ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა საუბრისას ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ ის აღზრდილია ისეთ ოჯახში, სადაც მუსულმანებს პატივს სცემდნენ. პატრიარქის განცხადებით, მის მშობლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი მუსლიმანი მეგობარი ჰყავდათ და როდესაც ისინი მათთან სტუმრად ჩამოდიოდნენ, მისი მშობლები მუსულმან სტუმრებს ყველაზე დიდ ოთახს უთმობდნენ. იქ ხალიჩას ფენდნენ, რათა მუსულმან მეგობრებს შესძლებოდათ ლოცვა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ თავად მისი ოჯახის წევრები მეორე ოთახში ხატებთან ლოცულობდნენ, შემდეგ კი ერთად სუფრასთან სხდებოდნენ და სადილს მიირთმევდნენ.

პატრიარქმა ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ საბჭოთა პერიოდის დროს, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მუსულმანები ჩრდილოეთ კავკასიიდან შუა აზიაში გაესახლებინათ, პატრიარქის მამამ შესთავაზა თავის მუსულმან მეგობრებს, რომ მათ შვილებს იშვილებდა, რათა შუა აზიაში არ გადაესახლებინათ. უწმინდესის თქმით, მოგვიანებით ინგუშეთის პრეზიდენტის რუსლან აუშევის მეშვეობით მან მოძებნა მისი ოჯახის მუსულმანი მეგობრების შთამომავლები და დღემდე აქვთ ურთიერთობა. პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი აშენდა, თურქეთში კი ქართული სალოცავები არ არის.

“საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. ისეთ ისტორიული ქართული ძეგლები როგორიც არის არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა – ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქ დღეს ქართველები ჩადიან, იქნებ იყოს საშუალება იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღსდგეს ქართულად მსახურება. მრავალი ქართველი ტურისტი ჩადის თურქეთში, ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, კერძოდ, ბერძნულს, სომხურს, რუსულს აქვს იურიდიული სტატუსი, ქართულს კი – არა. პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც რომ შესაძლებელია რელიგიის საკითხებზე სხვა კუთხითაც ურთიერთობის განმტკიცება და თანამშრომლობა.

პატრიარქის ინფორმაციით, რიზეს უნივერსიტეტი საპატრიარქოს უნივერისტეტთან დაძმობილებულია, შესაძლებელია ასევე თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის და თურქეთში, რომელიმე სასულიერო სასწავლებელთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.
პატრიარქმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის დროს თურქეთში ისაუბრეს ორმხრივი ქართულ-თურქული კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც ოთხი წევრი საქართველოს მხრიდან შევა, ოთხი – თურქეთის მხრიდან. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს კომისია უკვე შექმნილია საქართველოში და როგორც მისთვის არის ცნობილი, თურქეთშიც ჩამოყალიბდა.

პატრიარქმა შეხვედრაზე კიდევ ერთი საკითხი დააყენა. კერძოდ, არის შემთხვევები როდესაც ისტორიულად ქართულ ტაძრებს ითვისებენ სხვა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. პატრიარქმა შეხვედრაზე ითხოვა ისტორტიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებთან ქართულად და თურქულად იყოს გაკეთებული წარწერები, რომ ისინი ქართული წარმოშობისაა.

უწმინდესი საუბრისას ასევე შეეხო თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ქართულ ტაძრებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ საჭიროა ორივე მხრიდან ამ ტაძრების რესტავრაციისადმი ყურადღება, რადგან ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს. პატრიარქმა ასეევ ხაზი გაუსვა არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას ამ ტაძრებში, რომელიც ბევრ საკითხს გადაწყვეტს.

“საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შორის ნამდვილად ძმური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი აღმატებულების, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამობრძანდით ჩვენთან და ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტს ექნება შედეგები”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

12.09.14

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება – “დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ“ 
ახალი ამბები

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება – “დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ“ 

2022/05/21
Turebi.ge – “აშშ-ის “მწვანე ბარათი” საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო”  
ახალი ამბები

Turebi.ge – “აშშ-ის “მწვანე ბარათი” საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო”  

2022/05/15
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა –  საქსტატის მონაცემები
ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა – საქსტატის მონაცემები

2022/05/13
Next Post
სევდია უგრეხელიძე: „ბიუჯეტის სეკვესტრი“ – როგორც ჩანს ამ ტერმინს თბილისის მაცხოვრებლები ხშირად მოისმენენ”

სევდია უგრეხელიძე: „ბიუჯეტის სეკვესტრი“ - როგორც ჩანს ამ ტერმინს თბილისის მაცხოვრებლები ხშირად მოისმენენ"

“თბილისის მიკროავტობუსს” ტარიფების გადახედვა დაევალა

"თბილისის მიკროავტობუსს" ტარიფების გადახედვა დაევალა

“არამდგრადი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გავიუმჯობესეთ, მაგარამ კვლავინდებურად “ძალიან სახიფათო ზონაში” ვრჩებით!” – მიხეილ დუნდუა

"თიბისი ბანკს რომ აიპო არ გამოეცხადებინა პირდაპირი ინვესტიციების ზრდა მეორე კვარტალში 40%-ის მიდამოში გვექნებოდა!" - მიხეილ დუნდუა

Discussion about this post

ახალი ამბები

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 
ახალი ამბები

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
0

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს....

სრულად
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23
ეჭვიანობა სიყვარული არ არის!.. გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!… – ბაია პატარაია ბოლო დღეებში მომხდარ ფემიციდზე 

ეჭვიანობა სიყვარული არ არის!.. გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!… – ბაია პატარაია ბოლო დღეებში მომხდარ ფემიციდზე 

2022/05/23
ქართველი კაცი, რომელიც გერმანიაში მყოფ ცოლს მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდა, ქვეყანაში არ შეუშვეს 

ქართველი კაცი, რომელიც გერმანიაში მყოფ ცოლს მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდა, ქვეყანაში არ შეუშვეს 

2022/05/23
ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს – ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის 12 მარტში იყო

ლარი პანდემიამდელ დონეზე გამყარდა – რა ღირს ერთი დოლარი

2022/05/23
ევროპაში ყველაზე მეტი, 17 დასვენების დღე გვაქვს – დეპუტატი

ევროპაში ყველაზე მეტი, 17 დასვენების დღე გვაქვს – დეპუტატი

2022/05/23

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა

2 წელი ago
საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას  შორის უვიზო  რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

7 წელი ago
“გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ შესანიშნავ დღეს”

“გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ შესანიშნავ დღეს”

7 წელი ago

ირაკლი კობახიძე: “ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა”

4 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა  2022/05/24
  • “მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე 2022/05/24
  • მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება 2022/05/23

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In