“პირდაპირი ინვესტიციების მთლიანი შემცირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ “თიბისი ბანკმა” აიპო გამოაცხადა და მსხვილი წილი მცირე წილებად გადააქცია, ანუ პირდაპირი ინვესტიცია გაპორტფელურდა,” – ამის შესახებ მიხეილ დუნდუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
“თბილისი თაიმსი” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“თიბისი ბანკს”, რომ აიპო არ გამოეცხადებინა პირდაპირი ინვესტიციების ზრდა მეორე კვარტალში 40%-ის (!) მიდამოში გვექნებოდა!
მეორე კვარტლაში ინვესტიციების შემოდინების ძალიან კარგი სურათი გვაქვს, ძალიან კარგი! და აი რატომ: რა თქმა უნდა 151 მლნ დაბალია, მაგრამ ეს საინვესტიციო აქტივობის შენელებას არამც და არამც არ ნიშნავს.. საფინანსო სექტორის გამოკლებით პირდაპირი ინვესტიციები გაზრდილია 43,5%-ით (!) 193-იდან (2013/IIკვ) 277-მდე (2014/IIკვ), რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია! პირდაპირი ინვესტიციების მთლიანი შემცირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ “თიბისი ბანკმა” აიპო გამოაცხადა და მსხვილი წილი მცირე წილებად გადააქცია, ანუ პირდაპირი ინვესტიცია გაპორტფელურდა. შედეგად, უფრო დიდი ინვესტიცია და ფინანსები შემოვიდა ჯამში, როგორც ბანკისთვის ისე მთლიანად ქვეყნისათვის! ამიტომაც მეორე კვარტალში საინვესტიციო მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თან მნიშვნელოვნად და არა გაუარესებული!” – წერს მიხეილ დუნდუა.
12.09.14