საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილე შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების საწინდარი იქნება.
16.09.14