• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

„აუდიტის ბაზარზე დღეისთვის შეიძლება ითქვას ქაოსია“- ზურაბ ჯავახიშვილი

2014/09/19
in ექსკლუზივი
2 0
2
SHARES
24
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თბილისში საგრძნობლად მომრავლდა კერძო სასწავლებლები, რომლებიც სულ რამდნეიმე თვეში კლიენებს ბუღალტრისა თუ აუდიტის პროფესიის შესწავლას ჰპირდება.  თუ რამდენად სანდოა მსგავსი სასწავლებლები და რამდენად კვალიფიციური კადრები გვყავს ამ სფეროში, ზოგადად რას გულისხმობს აუდიტორული მომსახურება და რა პრობლემებია არსებული აუდიტორული კომპანიების წინაშე, ამ და სხვა საკიტხებზე „თბილისი თაიმსს“ პროფესიონალი აუდიტორი ზურაბ ჯავახიშვილი ესაუბრა.962921_597816866993493_541295687_n

  • ბატონო ზურაბ, ჩემი ინფორმაციით კანონი აუდიტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს  და რა შედეგის მომტანია ეს ქვეყნისთვის?

მართალი ბძანდებით. დღეისთვის კანონი აუდიტის შესახებ არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ კერძო აუდიტორული კომპანიების საქმიანობას არეგულირებდა კანონი -აუდიტორული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და ძალაში შევიდა 1995 წლის 7 თებერვლიდან. ამ პერიოდიდან აუდიტის საქმიანობას არეგულირებდა საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო, რომლის ფუნქციებშიც შედიოდა: აუდიტორული საქმიანობის საკანონმდებლო  უზრუნველყოფა, აუდიტორთა ატესტაცია და აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირება. დღეისთვის აღნიშნული საბჭო არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, აღარ ხდება ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება, რაც კერძო აუდიტორულ კომპანიებს მძიმე პირობებ უქმნის. აუდიტის ბაზარზე დღეისთვის შეიძლება ითქვას ქაოსია. რაც შეეხება, იმას თუ რა შედეგის მომტანია ეს ქვეყნისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ უარყოფითის, რადგან, არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის პირობებში აუდიტორული მომსახურეობის ხარისხი ბევრად დაბალია იმასთან შედარებით რასაც დღეისთვის მომქმედი აუდიტის სტანდარტები მოითხოვს. ეს კი,  თავის მხრივ არასაიმედოს ხდის აუდიტორული კომპანიების აღრიცხვა აქნგარიშგებას ინვესტორებისა და სხვა მომხმარებლებისთვის.

  • რა არის აუდიტის სამსახური, რით განსხვავდება კერძო ანუ ალტერნატიული აუდიტი საჯაროსაგან, აქვთ თუ არა განსხვავებული კომპეტენციები და უფლება-მოვალეობები?

აუდიტი კონტროლს ნიშნავს. არსებობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომლის ფუნქციებიცა არის სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კონტროლი, ასევე სახელმწიფო აუდიტს ანხორციელებს საგადასახადო სამსახურის საშუალებით, რომლის ფუნქციაც არის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების აკრეფის გზით, რაც თავის მხრივ მიიღწევა მკაცრი ადმიისტრირების მეთოდებით. კერძო აუდიტორული კომპანიის  ფუნქციას წარმოადგენს – კლიენტ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისი ფინანსური მდგომრეობის, შემოწმებას და კომპეტენტური აუდიტორული დასკვნის გაცემას. მისი მომხმარებლები შეიძლება იყვნენ, პირველ რიგში – კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები, ბანკები, ინვესტორები, საგადასახადო ორგანო და ა.შ. მათ ყველას აინტერესებთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. დამფუძნებლებს -სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბანკებს-საკრედიტო სახსრების გარანტირებულად გაცემის უზრუნვესაყოფად, ინვესტორებს – ინვესტირების საკითხის გადასაწყვეტად, საგადასახადო ორგანოს – გდასახადების სწორად გადახდის მიზნით. რაც შეეხება, ალტერნატიულ აუდიტს, ეს არის, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის მიერ სექმნილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აუდიტორული კომპანიები ან ფიზიკური პირები, ვინც გაიარა სპეციალური ტესტირება საგადასახადო ორგანოშიო უფლებამოსილია ამ უკანასკნელის დავალებით შეამოწმოს კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშწორების მდგომარეობა და შეადგინოს შემოწმების აქტი, ამასთან გამოვლენილი დარღვევებისთვის და დეკლარაციების არასწორად წარდგენისათვის, და შემოიფარგლოს მხოლოდ ძირითადი გადასახადაების დარიცხვით. ეს პროექტი მოქმედებს ამა წლის ბოლომდე, რაც გარკვეულ წილად კომპანიებისა და ალტერნატიული აუდიტორების უკმაყოფილებას იწვევს.

  • რამდენად სანდოა თბილისში ასე მომრავლებული კოლეჯები, პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც რამდენიმე თვეში ბუღალტრის  თუ აუდის პროფესიის შესწავლას გვპირდება? რამდენად არის შესაძლებელი ასეთ მოკლე დროში ამ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?

ჩემი აზრით, კოლეჯებმა და უმაღლეს საწავლებლებმა შეიძლება სტუდენტებს მისცეს აუცილებელი თეორიული ცოდნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში ბუღლტრად ან აუდიუტორად მუშაობით მოიპოვება. როგორც ცნობილია და ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებაც მიჩვენებს, რომ თეორია, პრაქტიკის გარეშე არაფრის მომცემია. რაც შეეხება მთავრ ბუღალტრობას და პროფესიონალ აუდიტორობას ის მხოლოდ წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით და პროფესიისადმი დიდი სიყვარულით მიიღწევა, რაც თავის თავში გულისხმობს, რიგითი ბუღალტრის და აუდიტის სტადიების გავლას.

  •  რა სპეციფიკით გამოირჩევა აუდიტის სფერო, როგორ უნდა დარწმუნდეს კლიენტი ალტერნატიული, კერძო აუდიტის სანდოობაში? 

აუდიტორის სფერო საერთოდ ძალიან სპეციფიკურია და გულისხმობს პასუხისმგებლობას კომპანიის შემოწმების შემდეგ გაკეთებულ დასკვნებზე. რიგ შემთხვევებში, ეს პასუხისმგებლობა მატერიალურიც შეიძლება იყოს თუკი კომპანიას  მიადგა ზარალი, არასწორად გაცემული დასკვნის ან არასწორად მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე. სხვა დარგებისაგან განსხვავებით, აქ ძალიან მაღალია პასუხისმგებლობის დონე. ამასთან აუდიტორი კომპეტენციით ყოველთვის მაღლა უნდა იდგეს კლიენტი კომპანიის ფინასურ ხელმძღვანელობასთან შედარებით, რომ ზედმიწევნით სრულყოფილად შეასრულოს თავისი მოვალეობა. კარგად უნდა ერკვეოდეს პირველ რიგში სხვადასხვა დარგების ბუღალტერიაში, საგადსასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში და ზოგიერთ იურიდიულ საკითხებშიც. კლიენტი, რომ დარწმუნდეს ალტერნატიული თუ კერძო აუდიტის სანდოობაში, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ამ აიდიტორის ცოდნის დონე, მისი პრაქტიკული გამოცდილება, კვალიფიკაციის ხარისხი, რა სიდიდის და რა დაგრის კომპანიები აქვს შემოწმებული და აქედან გააკეთოს დასკვნა ენდოს და გააფორმოს  თუ არა მასთან  ხელსეკრულება აუდიტორულ მომსახურეობაზე.

  • თქვენი გადმოსახედიდან რამდენად გვყავს ქვეყანაში კვალიფიციური ბუღალტრები?

დღეისთვის, ყვეყანაში კვალიფიციური ბუღალტრული კადრების  ნაკლებობაა. უმეტეს კომპანიებში ბუღალტრებად მუშაობენ ახალ კურსდამთავრებული ახალგაზრდები, რომელთაც უჭირთ საგადასახადო კანონმდებლობის რთულ ლაბირინთებში გზის გაკვლევა. ამას ისიც ართულებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირად ხდება ცვლილებების შეტანა და ბუღალტერი ყოველთვის საქმის კურსში უნდა იყოს თუ რა ცვლილება მოხდა საგადასახადო კანონმდებლობაში. მასზე ბევრია დამოკიდებული. კარგმა ბუღალტერმა შეიძლება  კომპანია წინ წაწიოს, ხოლო ცუდმა ბურალტერმა თავისი არასწორი ქმედებებით დააზარალოს და გაკოტრებამდე მიიყვანოს იგი.

  • როგორც ჩემთვის ცნობილია, წლებია ამ სფეროში მოღვაწეობთ და ახლაც ამ საქმით ხართ დაკავებული, რით გამოირჩევა თქვენი აუდიტორული კომპანია და რას სთავაზობს ის კლიენტებს?

მრავალი წელია პრაქტიკულად ვმუშაობ აუდიტის სფეროში და ამ ხნის მანძილზე ბევრი მსხვილ კომპანიაში მაქვს ჩატარებული აუდიტი. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო –  ავიაკომპანია “ეარ ჯორჯია“, „თეთრი წყაროს ნავთობბაზა“, „მერსედესის ცენტრი“, გადამზიდველი კომპანია „კავტრანსი“, „თბილქალაქპროექტი“, „თბილწყალკანალი“, სამშენებლო კომპანია „თბილგვირაბმშენი“, ენერგეტიკული კომპანია „თბილსრესი“ „კამაზი ცენტრი“ და ბევრი სხვა. წლების პრაქტიკამ მიჩვენა, რომ აუდიტი რომელიც ითვალისწინებს რამოდენიმე წლის ფინანსური და საგადასახადო დოკუნმენტაციის შემოწმებას დაკავშირებულია გრკვეულ რისკებთან. კერძოდ: ის, რომ სრულად ვერ იქნება შემოწმებული ყველა საჭირო დოკუმენტი, ან არასრულად იქნება ისინი წარმოდგენილი კლიენტი კომპანიის მიერ, რის საფუზველზეც შეიძლება არასწორი დასკვნები იქნეს გაკეთებული და არასწორად მოხდეს საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტება, რამაც მნიშვნელოვანი ზარალის შეიძლება მიაყენოს კომპანიას. ამასთანავე, აუდიტი ითვალისწინებს გარკვეული დროით, ხანდახან თვესაც სცილდება აუდიტორის მუშაობა კლიენტი კომპანიის ოფისში, რაც გარკვეულად მოცდენაა საფინანსო დარგის მუშაკებისთვის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი პროექტი – “ონლაინ აუდიტი“, რაც ითვალისწინებს კლიენტი კომპანიის ყოველდღიურ საბუღალტრო-საფინანსო ოპერაციებს, შემოწმებას კომპანიაში მიუსვლელად ონლაინ რეჟიმში. მათ მიერ, ყოველი დღის ბოლოს მოწოდებული  სკანირებული დოკუმენტაციისა და საბუღალტრო ბაზის გადმოგზავნას. საფინანსო კონტროლის აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, დროულად შეიძლება იყოს გასწორებული  დაშვებული შეცდომები და საჭიროების შემნთხვევაში ასევე დროულად დაზუსტდეს  დეკლარაციები, რაც იძლევა საშუალებას დაახლოებით 70-80%-ით შემცირდეს საგადასახადო რისკი, რითაც კომპანია თავიდან აიცილებს მოსალოდნელ ჯარიმებსა და საურავებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან. ამასთან, სანდო გახდება კომპანიის აღრიცხვა-ანგარიშგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში მომქმედი კომპანიებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს ონლაინ კონსულტაციებს საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური მენეჯმენტის ნებისმიერ საკითხზე. ასევე საგადასახადო ადვოკატურას  – მათი ინტერესების დაცვას მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობაში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოშიც. ბურალტრულ მომსახურეობას – ფინანსური საქმიანობის ანალიზს და პროგნოზირებას. ჩვენი მომსახურეობის ტარიფები მოქნილია და მაქსიმალურად მორგებულია კლიენტების ფინანსურ შესაძლებლობებზე.

 19.09.14

ნინა პირტახია

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post

შსს-მ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხით დაინტერესდა

შტოლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში რჩება

Discussion about this post

ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
0

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს...

სრულად
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

2022/05/25
მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23

საინტერესო

გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

იდეალური იქნება, თუ თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ – ამირან გამყრელიძე

10 თვის ago

“ქეთევან ციხელაშვილი ამ საქმეს გაუძღვება არანაკლებ და შესაძლოა უკეთესად, ვიდრე პაატა ზაქარეიშვილი”

6 წელი ago
“2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს  რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს”

პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

4 წელი ago

ტოჩინოშინმა ჰაკუჰოს დამარცხებით იტორიული გამარჯვება მოიპოვა

4 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”  2022/05/25
  • საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე  2022/05/25
  • „რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ  2022/05/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In