ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი არ დაუჭირა.
55 პროცენტი მოწინააღმდეგე, 45 პროცენტი მომხრე, – ასეთია რეფერენდუმის წინასწარი შედეგები.
“ბიბისის” ბოლო ინფორმაციით, შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის წინააღმდეგ ხმა მისცა 1 914 187-მა ამომრჩეველმა, მხარი დაუჭირა- 1 539 920-მა.
საბოლოო მონაცემები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
19.09.14
Discussion about this post