საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქ. ნიუ-იორკში “Atlantic Council”-ის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე.
მიღება 2014 Global Citizen Awards-ის ცერემონიასთან დაკავშირებით გაიმართა. “Atlantic Council”-მა 2014 წლის მსოფლიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა უკრაინის პრეზიდენტს პიოტორ პოროშენკოს, მექსიკის პრეზიდენტს ენრიკო პერა ნიეტას, ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს შიმონ პერესს, ასევე რობერტ დენიროს, სინგაპურის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლი ხუან იუს და ახალგაზრდა მუსიკოსს ლეველინ სანჩერ-ვერნერს.
დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდნენ თავად ნომინანტები, ასევე შეერთებული შტატების პოლიტიკური ისთაბლიშმენტი, მათ შორის სენატორები და კონგრესმენები, ექსპერტები.
საღამოს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა, ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, მსახიობმა რობერტ დენირომ, Cთავად “Atlantic ouncil”-ის პრეზიდენტმა. მსოფლიოში არსებული ვითარების მიმოხილვისას როგორც შიმონ პერესმა, ასევე ჰენრი კისინჯერმა და სხვა გამომსველებმა აღნიშნეს უკრაინაში განვიტარებული მოვლენები, ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
Atlantic ouncil”-ის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.
22.09.14