მოჭიდავეები რამაზ ნოზაძე, მანუჩარ კვირკველია და რევაზ მინდორაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რამაზ ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მინისტრთან შეხვედრით ნაწილობრივ კმაყოფილი და ნაწილობრივ უკმაყოფილოა.
“ბატონი ლევან ყიფიანი ყველანაირად ცდილობს, რომ დაარეგულიროს ეს სიტუაციები და ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს. მოლაპარაკებები არის. ყოველ შემთხვევაში, ლუკა კურტანიძე არ არის საპრეზიდენტო კაცი. არ უნდა სპორტსმენებს, მაინც და მაინც რაღაც უნდა მოხდეს? ვიღაცამ რაღაცა უნდა ჩაარტყას თავში?” – აღნიშნა რამაზ ნოზაძემ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ შეძახილების ფონზე დატოვა. “ნაძირალა”, “გაეთრიე აქედან შე არაკაცო”, სკანდირებდნენ სპორტსმენები.
22.09.14