ირანის ელჩმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ალი ასტარ სოლტანიემ განცხადა რომ, ირანი შეიძლება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გავიდეს, ამის შესახებ საინფორამციო სააგენტო Fars იტყობინება.
შეტყობინების თანახმად, სოლტანიემ ეს განცხადება გააკეთა ჟენევაში, (შვეიცარია) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების, 2015 წლის განსახილველი კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტის, მეორე სესიის მიმდინარეობისას.
”აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები ყურადღებას, არ აქცევენ ამ ხელშეკრულებას, იგი გამოიყენება მასში შემავალი ქვეყნების საწინააღმდეგო ინსტრუმენტად”-თქვა ელჩმა
მან აღნიშნა რომ, ხელშეკრულების არა წევრ ქვეყნებს უფლება ეძლევათ, აწარმოონ ბირთვული მასალებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი, დასავლეთი კი მათთან თანამშრომლობს, ეს წევრ ქვეყნებს, ხელსეკრულებიდან გასვლისკენ უბიძგებს.
აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები ირანს, ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.
2013 წლის აპრილში Fars-მა, ირანის საგარეო პოლიტიკისა და ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარის ალადინ ბორუჯერიზე დაყრდნობით, უკვე გაავრცელა ინფორმაცია რომ, თუ დასავლეთი არ ცნობს ირანის უფლებას ბირთვული ენერგიის გამოყენებაში, მაშინ ქვეყნის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხი, განსახილველად გადაეცემა პარლამენტს.
01.05.13