საქართველო მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოში გაწევრიანების პროცედურებს იწყებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით , ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს ხელმძღვანელს შორის.
შეხვედრა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
მაია ფანჯიკიძემ მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს ჰუგო ჰანს სილბერსზ აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს საარბიტრაჟო სასამართლოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
“მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ შემატყობინა საქართველოს პარლამენტში საარბიტრაჟო სასამართლოში გაწევრიანებისთვის მიმართული კანონპროექტის შესვლაზე და ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი წლის ბოლომდე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო გახდება საარბიტრაჟო სასამართლოს 117-ე წევრი ქვეყანა, რაც გულისხმობს გაწევრიანებას ისეთი ქვეყნების რიცხვში, რომლებიც აღიარებენ კანონის უზენაესობას და არიან პასუხისმგებლები საარბიტრაჟო სასამართლოს გამართულ მუშაობაზე. მოუთმენლად ველი საქართველოს წარმომადგენლის მიღებას ჰააგის მშვიდობის სასახლეში”, – განაცხადა საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურმა მდივანმა ჰუგო ჰანს სილბერსზმა.
25.09.14