• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
რა უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა ბავშვის აღზრდისას?! – ნანა ჩაჩუას რჩევები

რა უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა ბავშვის აღზრდისას?! – ნანა ჩაჩუას რჩევები

2014/09/26
in ექსკლუზივი
12 0
10
SHARES
149
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება. რა უდნა იცოდეს მომავალმა დედამ, როგორია მამის როლი შვილებთან ურთიერთობისას, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილები სრულყოფილ გარემოში აღზარდოს, ასევე რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა შვილთან ურთიერთობისას, რომ მასთან ჩამოუყალიუბდეს ჰარმონიული ურთიერთობა, რა ფსიქოლოგიურმა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი ბავშვებში სხვადასხვა ასაკში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი არსებულ შემთხვევაში, ამ და სხვა საინტერესო თემებზე „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

unnamed-13

  • როდესაც ბავშვი იბადება მას სრულიად ახალ სამყაროში უწევს ადაპტაციის გავლა, იცვლება გარემო, ჩნდებიან ადამიანები, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ პატარებმა ამქვეყნად მოვლინების შემდეგ დადებითად იყვნენ ადაპტირებულნი?

ბავშვზე  ზრუნვა  მის  დაბადებამდე  იწყება.  დედისა  და  მუცლად  მყოფ  ნაყოფს  შორის  ემოციური  კავშირის მნიშვნელობის შესახებ დიდი  ხანია  ლაპარაკობენ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს დედის დამოკიდებულებას  ნაყოფის  მიმართ. ბავშვის ამქვეყნად მოვლინებასთან  დაკავშირებული დედის ფიქრები,  სასიამოვნო  მოლოდინის  შეგრძნება და სიყვარული მნიშვნელოვან  გავლენას  ახდენს  ნაყოფის  ფსიქიკისა  და  უჯრედული  მეხსიერების განვითარებაზე. ამასთანავე,  პიროვნების  ძირითად  თვისებებზე. დაბადების  აქტი  ბავშვისთვის,  როგორც  სტანისლავ  გროფი აღნიშნავს მომავალი  ცხოვრებისთვის  დიდი  გამოცდილებაა. მუცლად  ყოფნა,  დაბადებისთვის  მზადება და აპკის გარღვევა, მილში  მოძრაობა  და  ბოლოს საშოდან გარეთ  გამოღწევა  ეს  ის  საფეხურებია,  რომელიც  ყოველმა ადამიანმა უნდა  გაიაროს.  ამასთანავე,  იმისდამიხედვით  თუ  როგორ  გაივლის აღნიშნულ  სტადიებს, როგორ  დაძლევს  დაბადების  პროცესის წინააღმდეგობებს გროფის ვარაუდით ეს  უნდა იყოს მისი შემდგომი  ცხოვრებისთვის  ერთდაგვარი ,,გენერალური  რეპეტიცია“. აქედან გამომდინარე, ამ  თვალსაზრისით, იქნებ  უპირატესი იყოს  ფიზიოლოგიური  მშობიარობა?! მითუმეტეს,  ბიბლიური სწავლებაც ასეთია: სამოთხიდან  გამოდევნამდე  უფალი  დედაკაცს  ტკივილით მშობიარობას ავალდებულებს. ცხადია, თანამედროვე  სამედიცინო  მიღწევები  უაღრესად  კეთილშობილურობით  გამორჩეულია  ტკივილების  აცილების  თვალსაზრისით, მაგრამ  ამჯერად,  ჩვენ  მხოლოდ  მშობიარობის  გროფისეულ  თვალსაზრისზეც  ვფიქრობთ. დაბადებამდე  ბავშვზე  ზრუნვა  სასურველია  მამის  მხრიდანაც  განხორციელდეს.  მეცნიერებმა  დაადგინეს ,რომ  თუ  მამა  ხშირად  ესაუბრება  მუცლად  მყოფ  ნაყოფს,  მაშინ  დაბადების  შემდეგ  ბავშვი  ცნობს  მამის  ხმას.  ასევე  ბავშვი  ცნობს  იმ  მუსიკას, რომელსაც  დედა  უსმენდა  ორსულობის  დროს.  ფსიქოლოგები  ორსულებს  ურჩევენ  მოუსმინონ  კლასიკურ  მუსიკას, გამორჩეულად კი მაინც, მოცარტს, საეკლესიო საგალობელებს  და  ფოლკლორულ  მუსიკას.

ახალდაბადებულს კი საალერსო  სიტყვები არ დავაკლოთ. ბევრი  ველაპარაკოთ.  ველაპარაკოთ  თუ  როგორ  ველოდებოდით  მის  ამქვეყნიურ  მოვლინებას.  როგორი სიყვარულით  უყვართ  ის.  მოვუყვეთ  იმ  სახლზე,  ქალაქზე  თუ  სოფელზე  სადაც  მას  უწევს  ცხოვრება,  ახლობლებზე. ვესაუბროთ, როგორც  დიდს, იმედიანად,  საუკეთესო  სურვილებით,  მისადმი  დიდი  ნდობითა  და  პატივისცემით. ეს არა მარტო  ბავშვს  ათბობს,  არამედ  მშობელსაც  კეთილგანწყობილებას  უქმნის  ყველასა  და  ყველაფრის  მიმართ.

  • რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ძიძის შერჩევის დროს, როგორი უნდა იყოს ძიძისა და პატარას ურთიერთობა და როგორ უნდა აკონტროლოს მშობელმა ძიძის ქმედებები პატარასთან მიმართებაში? რამდენად,რთულია ეს პროცესში პატარასთვის, თუ შეიძლება მოხდეს ბავშვის ფსიქოლოგიურად ტრამვირება, როდესაც მთელი დღე უწევს არა მშობელთან ყოფნა არამედ მისთვის უცხო ადამიანთან?

ბავშვთან  ურთიერთობა საჭიროებს დიდ ფიზიკურ  და პოზიტიურ  ფსიქიკურ  ენერგიას. არის  ისეთი  შემთხვევაც,  როცა ბავშვი დედისთვისაც კი სხვადასხვა, ძირითად  კი  მაინც, ფსიქოლოგიური  მიზეზების გამო  მიუღებელი  აღმოჩნდება  ხოლმე, მითუმეტეს უცხო  ადამიანისთვის.

ძიძად აყვანამდე გავეცნოთ ძიძის ცხოვრებისეულ  გამოცდილებას, ვესაუბროთ, მივიღოთ ინფორმაცია  მისი ფასეულობებისა და ემპათიურობის შესახებ.დავაზუსტოდ კომუნიკაბელურობის დონე, მეტყველების  კულტურა, ურთიერთთანამშრომლობის  უნარი, პასუხისმგებლობის არეალი და ა.შ.

მშობლის გარეშე დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გამო, არსებული ხარვეზის კორექცია მშობელს  ბავშვთან  გატარებული 20-25 წუთის მონაკვეთშიც კი შეუძლია. მითუმეტეს თუ ამ დროს იგი  რაციონალურად, ოჯახისათვის  სასარგებლო  შრომას  უძღვნის. ცხადია,  ამასთანავე, მნიშვნელოვანია  მისი  ნებისმიერი რანგის სოციალური სტატუსი. ეს მას ანიჭებს კომპეტენტურობის განცდას და  დროის რაციონალურ განაწილებაშიც ეხმარება. ოღონდაც  ეს  20-25  წუთიანი ურთიერთობა ბავშვის  ინიციატივებს  უნდა  დაეთმოს.  მშობელმა  არ  მოახვიოს  საკუთარი  შეხედულებებით  ბავშვს  სხვადასხვა  აქტივობები.  არჩევანი თავად ბავშვმა გააკეთოს! პატარის  გუნება-განწყობილების  გამოხატვა  ძიძასთან დამოკიდებულებაში,  ბავშვის განვითარების ზრდა და სხვა  ჰიგიენური მოწესრიგებულობაც (როგორც  ბავშვის,  ასევე  ძიძის)   ძიძის  კვალიფიციურობის ერთდაგვარ ინდიკატორად შეიძლება  მივიღოთ.

  • ბავშვი ზრდასთან ერთად ხდება ცნობისმოყვარე, იწყებს უჩნდება და სვავს კითხვებს, რიგ შემთხვევაში ისეთი კითხვები შეიძლება გაუჩნდეს რასაც არ ან ვერ პასუხობს მშობელი, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს თუ პატარას მიერ დასმული კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია?

ბავშვი ერთიდან სამ წლამდე მეტყველების სამყაროში შედის. ამ  ასაკს ახასიათებს მეტყველების  წინმსწრები  აზროვნება  და  აზროვნების  წინმსწრები  მეტყველება. ბავშვს  უნდა ვესაუბროთ  გამუდმებით.  რასაც   მისი  თანდასწრებით  ვაკეთებთ,  ყველაფერი  უნდა გავახმოვანოთ. მაგ. ვამზადებთ საუზმისათვის,  ვეუბნებით  აი, ახლა  დაჯდები მაგიდასთან. აი,  უკვე  ზიხარ.  ახლა  კოვზით  ვურევ  ფაფას  და  ვაგრილებ  და  ა.შ.  ხშირად  წავუკითხოდ  ერთიდაიგივე  ნაცნობი  ტექსტები.  გამოვიყენოთ  დათვლები,  რომლებიც  თითების  მოძრაობასთან  ერთად  წარმოითქმება.  მნიშვნელოვანია,  რომ  ბავშვისათვის  ეს  პროცესი  უკავშირდებოდეს  დადებით  ემოციებს.

სამი  წლის  ასაკიან  იწყება ,,მეტყველების  აფეთქების“ ეტაპი. ბავშვი ინტენსიურად ეუფლება  ახალ-ახალ  სიტყვებს,  წარმოთქვამს  წინადადებებს.  ოთხი-ხუთი  წლისა  კი  უკვე  იჩენს  ყველაფრისადმი  ინტერესს. ბავშვი ადრეული  ასაკიდანვე  უნდა  დავამეგობროთ  წიგნს. ფერადნახატებიანი,  რბილი  თუ  ხმოვანი  წიგნებიდან  დაწყებული  წიგნთან  ურთიერთობის  ჩვევა  თანდათანობით  უფროდაუფრო  განმტკიცდება  თუ  უფროსებისგანაც  ექნება    მაგალთი.  ბავშვისთვის  ინფორმაციის  წყარო  არის,  როგორც  საკუთარი  შეგრძნებები  და  აღქმები,  ასევე  მისთვის  ავტორიტეტული  მშობელი  და  წიგნი. მშობლის  ავტორიტეტულობას  განაპირობებს  არა  მისი  ფინანსური  მხარე  ან  სოციალური  სტატუსი,  არმედ  თუ  რამდენად  შეუძლია  მას  ბავშვის  გრძნობის  ამოცნობა  და  რამდენად  ახერხებს  მშობელი,  რომ მასთან   ურთიერთობაში  შვილმა საკუთარი  თავის  მნიშვნელობა  განიცდოს. ამასთანავე,  რაც  ყველაზე  მნიშვნელოვანია, ბავშვისთვის  სამყარო უფროდაუფრო  კეთილი,  სამართლიანი  და  კანონზომიერი   ხდება.  მის  მიერ  დასმულ  კითხვებს  უკვე  ადრესატი  ჰყავს  და  იმ  შემთხვევაშიც,  როცა  მშობელს პასუხი  არ  აქვს,  ვუთხრათ,  რომ  ამ საკითხით  აქამდე  არ  დაინტერესებულა,  არ  უფიქრია  ამაზე  და  ახლა  ნახავს  წიგნებს,  წაიკითხავს  და  პასუხსაც  მაშინ  გასცემს.  თან  შევუქოთ,  მოვუწონოთ  დასმული  კითხვა  და  მადლობაც  გადავუხადოთ იმისთვის,  რომ   კითხვები მისთვისაც  საინტერესო აღმოჩნდა, ანუ  კითხვების  დასმისთვის  წავახალისოთ. ეს  მისი  შემეცნებით  ინტერესებს  კიდევ  უფრო  გააღრმავებს.

  • როდესაც ბავშვი ბაღში მიდის იქ ისევ იცვლება გარემო, როგორც ვიცით ბაღი პატარების ფსიქოლოგიაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, არის უამრავი ფაქტორი, ახალი აღმზრდელი, უამრავი ახალი თანატოლი და სრულიად ახალი გარემო, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბაღის ზეგავლენა პატარას ფსიქოლოგიაზე დადებითი აღმოჩნდეს?

უმეტესად ოჯახის  შემდეგ საბავშვო ბაღი პირველი სოციალიზაციის  გარემოა  ბავშვისათვის.  იმისათვის,  რომ  ბავშვს  გაუადვილდეს  ბაღის  სიტუაციასთან  ადაპტირება,  წინასწარ ვესაუბროთ, გავასეირნოთ ბაღის  სიახლოვეს,  შევიყვანოთ,  დავათვალიერებინოთ.  გარემოს  ნაცნობობა  დაცულობის  განცდის   შექმნას  უწყობს ხელს. ბავშვი კარგად  ეჩვევა  ისეთ  გარემოს,  სადაც   თავს  უსაფრთხოდ,  დაცულად  იგრძნობს. ამასთანავე, ვასწავლოთ  ბავშვს  საკუთარი ემოციების,  ინტერესების,  სურვილების  გამოხატვა. ეს  მას  დაეხმარება  ურთიერთობაში, თვითგამოხატვაში.

აუცილებელია,  რომ  ბავშვის  ჩვეული  რითმი  თანდათანობით  გადავრთოთ  ბაღის  რითმზე. მაგ: თუ  გვიანობამდე  ეძინა,  მივაჩვიოთ  ბაღში  წასვლისთვის   ადრე  გაღვიძებას. ეს  ხელს  შეუწყობს ბაღისათვის  მზაობას. ბავშვებთან   ურთიერთობა  ის  მნიშვნელოვანი  ჩვევაა,  რომელიც  განაპირობებს  ბაღისთვის პოზიტიური  განწყობილების შექმნას. ამისთვის  კარგი  იქნება თუ ჩვევად  ვაქცევთ სხვა  ბავშვებთან სტუმრობას,  ასევე  შინ  ვუმასპინძლოთ  მის  თანატოლებს.  ხშირად  ვასეირნოთ  ეზოში,  სადაც   ბავშვების  გაცნობისა  და  მათთან  თამაშის  საშუალება მიეცემა. მივცეთ  ბავშვებს  დამოუკიდებლად  ერთმანეთთან  ურთიერთობის  გამოცდილების  მიღების  საშუალება. ბავშვთან  ერთად შევიმუშავოთ ბავშვის ყოველდღიური აქტიოვებისა და მისთვის დათმობილი დროის  განრიგი. კარგი იქნება, თუკი ბავშვის არჩევანის მიხედვით, ერთად  შევიძენთ  ჩანთას,  ან  სხვა  საჭირო  ნივთს,  რომელიც  ბავშვის  დადებით  ემოციას   გამოიწვევს  და,  ასევე,  ბაღში  წასვლისთვის პოზიტურ მოლოდინს  შეუქმნის.

  • შემდეგ მოდის სკოლა, სკოლის პირველი დღე კიდევ ერთხელ შეცვლილი გარემო, იწყება უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება, იზრდება სტრესის რისკი, როგორია მშობლის როლი ამ დროს, რა სამუშაოები უნდა შეასრულოს მშობელმა რომ ბავშვს შეუნარჩუნდეს ჯანსაღი ფსიქოლოგია და კარგად მოახდინოს ადაპტირება?

სკოლისათვის მზაობა მოიცავს ბავშვის დამოკიდებულებით, ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ, ჩვეულებით მზაობას. როგორც წესი, ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან ამ მზაობას უფრო  მეტად  გამოხატავენ, თუმცა ეს წინაპირობა ყოველთვის არა არის სასურველი შედეგისთვის საკმარისი.

რაც  უფრო  უკეთ  აქვს  ბავშვს  განვითარებული  სოციალური  უნარები,  მით  მარტივია მისთვის  სკოლისთვის  მზაობა.  თუკი  იგი ახერხებს დადებით კომუნიკაციას თავის თანატოლებთან, მასწავლებლებთან, მით უფრო  მეტად  გრძნობს  აღიარებას  და  კმაყოფილებას.  შესაბამისად, მით უფრო ღიაა სასწავლო  პროცესისათვის.

საბავშვო ბაღის ეტაპისაგან განსხვავებით, აქტუალური ხდება ყურადღების უფრო ხანგრძლივი  კონცენტრირების უნარი.  ამ  უნარის  განვითარება შესაძლებელია ეტაპობრივად.

რაც  უფრო  კარგად  აქვს  ბავშვს  განვითარებული  წვრილი  მოტორიკა,  რომელიც  საწერი  კალმის,  ფანქრის ჭერას,  მაკრატლის  გამოყენებას,  აღალდის  დაკეცვას, დაწებებას,  ძერწვას,  წიგნის  გადაშლას,  მოზაიკის  აწყობას  და  სხვა  გულისხმობს, მით  უკეთ არის  ბავშვი  სკოლისთვის  მომზადებული.

საფრთხილოა, რომ  მშობლებმა  გადაჭარბებული  მონდომების  გამო, ზედმეტად  არ  დატვირთონ  ბავშვი. ამ  ეტაპზე  ცოდნაზე  უფრო  მნიშვნელოვანია სწავლისადმი  დადებითი  დამოკიდებულების  ჩამოყალიბება. ბავშვები  ხშირად  სკოლაში  წასვლის  წინ  განიცდიან  განსაკუთრებულ  ემოციურ დაძაბულობას. სკოლაში  წასვლის  წინ  ტირიან, თავს ან მუცელს იტკივებენ. ამ სახის სირთულეების  თავიდან  აცილების  საუკეთესო  საშუალებაა პრევენციაა. თუკი შევუქმნით ბავშვს დადებით ფონს და განწყობას სკოლის მიმართ,  სიამოვნებით წავა სკოლაში სხვადასხვა ტიპის სიახლეებთან შესახვედრად. დადებითი განწყობის  შესაქმნელად დაგვეხმარება სასკოლო ნივთებისა და სამოსის ერთობლივადშეძენა.ამ პროცესში  ჩართულობა  თავად  სასკოლო  გარემოში  ჩართულობისთვის  გადადგმული  პოზიტიური ნაბიჯებია.

  • ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბავშვობაში ყველას აქვს კომპლექსები, მათშორის, არასრულფასოვნების კომპლექსიც, მაგრამ გარემოებათა ხელსაყრელი განვითარებისას ისინი ქრება. ამ დროს მშობელს რა როლი აკისრია?

ადამიანი იმთავითვე არასრულყოფილების განცდით  იბადება. მას ყველა ცოცხალი ორგანიზმიდან  განსხვავებით  საკმაოდ  დიდი  ხნის  განმავლობაში  არ  შეუძლია  დამოუკიდებლად  არსებობა.  უფრო მეტიც,  მას  არ  შეუძლია  კაცობრიული  მონაპოვრების  გვერდის  ავლით სრულყოფილი  განვითარება. 

 ,,არასრულფასოვნების  გრძნობა ყველა ადამიანს გააჩნია,  აღნიშნავს  ცნობილი  ფსიქოლოგი  ალფრედ  ადლერი. ის  არ  წარმოადგენს  ფსიქიკურ  აშლილობას,  პირიქით, ასტიმულირებს  ნორმალურ  მისწრაფებებს  და  ჯანსაღ  განვითარებას. ეს გრძნობა პათოლოგიური მხოლოდ  მაშინ  ხდება, როცა ადამიანში იმარჯვებს  არაადექვატური  გრძნობა,  და  ეს  ამუხრუჭებს  მის  სასარგებლო  აქტიურობას, მას დეპრესიულად ხდის და განვითარების  უნარს  აკარგვინებს. ასეთ  სიტუაციაში უპირატესობის კომპლექსი შეიძლება გახდეს სირთულეებისათვის  თავის არიდების ერთ-ერთი მეთოდი.

არასრულფასოვნების  კომპლექსის  მქონე  ადამიანი  საკუთარ  თავს  იმაზე  უკეთესად  გვიჩვენებს, ვიდრე  სინამდვილეში  არის, და ეს ყალბი წარმატება აკომპესირებს მისთვის აუტანლად გამხდარ არასრულფასოვნების გრძნობას. ნორმალურ ადამიანს უპირატესობის კომპლექსის ნასახიც კი არ  აქვს.  რა  თქმა  უნდა, ის ბევრი ადამიანის მსგავსად ცდილობს თავის გარემოცვაში სხვებზე მაღლა დადგეს, მაგრამ  ვიდრე ეს მისწრაფება მუშაობაში გამოიხატება, ის  სულიერ  აშლილობებს  არ  მიეკუთვნება.“

მშობელი  რომლის აღზრდის სტილი ბავშვის იმთავითვე პიროვნებად ცნობას შეიცავს და ნდობასა და სიყვარულს გამოხატავს, სითბოსა და კონტროლის ბალანსსიცავს ანუ სითბო მეტია კონტროლზე (ორივეს  არსებობა აუცილებელია), მაშინ ბავშვი საკუთარი  შესაძლებლობების  მიმართ უფრო  მეტი ნდობით  აღჭურვება  და  განვითარების  იმპულსიც აქტუალური გახდება. და, რაც მთავარია, შეფასებებში არაადექვატურობის  რისკიც მცირდება. შესაბამისად  კრიტიკული აზროვნებაც ვითარდება.

  • ქალბატონო ნანა, რა ურჩევდით მშობლებს, რომელთაც სურთ, რომ შვილებთან ჰქონდეთ ჰარმონიული ურთიერთობა?

მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. 

26.09.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3Share1

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post

"ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე აუცილებლად გაკეთდება"

რაკეშ რაჯანი ირაკლი ღარიბაშვილს - "დიდი მადლობა ჩვენი ასეთი შთაგონებისათვის"

საქართველო კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ წევრი გახდება

Discussion about this post

ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
0

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს...

სრულად
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

2022/05/25
მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23

საინტერესო

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო და შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, ნაკლებად მაინტერესებს

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო და შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, ნაკლებად მაინტერესებს

8 თვის ago
ემუქრებათ თუ არა ბუკინისტებს სამუშაო ადგილების დატოვება?!

ემუქრებათ თუ არა ბუკინისტებს სამუშაო ადგილების დატოვება?!

5 წელი ago
“ეროვნული ბანკის“ მხირდან აბსოლუტურად არაკომპეტენტური მართვა იყო – სავალუტო ბირჟის ექსპერტის შეფასება

“ეროვნული ბანკის“ მხირდან აბსოლუტურად არაკომპეტენტური მართვა იყო – სავალუტო ბირჟის ექსპერტის შეფასება

7 წელი ago
“თბილისი თაიმსი” გილოცავთ ახალ წელს

“თბილისი თაიმსი” გილოცავთ ახალ წელს

4 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”  2022/05/25
  • საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე  2022/05/25
  • „რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ  2022/05/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In