კატალონიის ლიდერმა არტურ მასმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებს.
“ბიბისის” ინფორმაციით, რეფერენდუმი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. რეფერენდუმის მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ ორ შეკითხვას: გსურთ თუ არა, რომ კატალონია იყოს სახელმწიფო? დადებითი პასუხის შემთხვევაში კი – გსურთ თუ არა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი?ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის განცხადებით, რეფერენდუმი უკანონოა და ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერი სახით შეეცდება რეფერენდუმის დაბლოკვას.
29.09.14