საქართველოს განვითარების ბანკის ნაცვლად, შეიქმნება განვითარების საფინანსო კორპორაცია, რომელიც საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კონცეფციას დაეფუძნება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. “როდესაც დაიწყება საპარლამენტო სესია, ბუნებრივია, ეს პროექტი განხილულ იქნება, ეს იქნება განვითარების საფინანსო კორპორაცია, რომელიც მიახლოებით იქნება გერმანულ მოდელზე აგებული და დაეფუძნება არსებული საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კონცეფციას”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა. 30.09.14
Discussion about this post