“კავკასის ონლაინი” გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ კომპანიაში კრიმინალური პოლიცია შევიდა, განმარტებას აკეთებს. “კავკასის ონლაინი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“კავკასის ონლაინი” სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
1 ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოხდა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, “კავკასის ონლაინის”, ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “კავკასის ონლაინში” კრიმინალური პოლიცია შევიდა.
03.10.14
Discussion about this post