თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გაცხადებით, ”აუცილებელია მდინარე ენგურზე, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გაძლიერება მოხდეს.”
”რია ნოვოსტის” თანახმად, ხაჯიმბამ აღნიშნულის შესახებ ”აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის” შეკრებაზე გამოსვლისას განაცხადა.
”ვაპირებთ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ხუთი საკონტროლი-გამშვები პუნქტის დახურვას და მხოლოდ ერთის დატოვებას”,-განაცხადა ხაჯიმბამ.
”იფუნქციონირებს მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი, დანარჩენი კი სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაიხურება,”-აცხადებს ხაჯიმბა.