საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
როგორც თავად მიხეილ გორბაჩოვმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ბოლო კვირის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ტელეკომპანია “დოჟდის” ცნობით, 2011 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში ხერხემლის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მას ასევე დიაბეტის რთული ფორმა აქვს, რის გამოც გასულ წელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985-1991 წლებში იყო. სწორედ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში დასრულდა “ცივი ომი”. 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.
10.10.14