თბილისის საკრებულოს მუშაობაზე და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე „თბილისი თაიმსს“ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი ესაუბრა.
- როგორ მიმდინარეობს საკრებულოში თქვენი მუშაობა? რამდენად გამართულად მუშაობს მთლიანად თბილისის საკრებულო?
ფაქტია, რომ საკრებულოს მუშაობამ მოიმატა, რადგან ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. რაც შემეხება მე, მეც უფრო მეტ შედეგს ვისურვებდი. ორი თვის კვალობაზე მეტ– ნაკლებად საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო.
- როგორ შეაფასებდით ევროსაბჭოს ამჟამინდელ რეზოლუციას, როგორ ფიქრობთ რამდენად სწორად იყო ამ რეზოლუციში აქცენტები დასმული?
სიმართლე გითხართ, ევროსაბჭოს ახლანდელი რეზოლუცია არ მომეწონა. ჩემი აზრით, ეს იყო ნაციონალების გამარჯვება და არა ობიექტური რეზოლუცია. დათა ახალაია, რატომ გყავთ დაჭერილი და იქ აღნიშნული სხვა შენიშვნები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას კარგად არ იცნობენ. ნაციონალურმა მოძრაობამ, ის უთხრა მათ რაც თავად სურდა, ქართულმა ოცნებამ კი რეალური სათქმელი ვერ მიაწოდა და შედეგიც სახეზეა.
- შეიძლება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგეს, როგორ ფიქრობთ, ეს დააზიანებს იქ აღმოჩენილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს?
პუშკინის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა არ დააზიანებს იქ აღმოჩენილ კულტურული მემკვიდრების ძეგლებს, თუ კორექტულად გაკეთდება პროექტი. ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე აუცილებლად უნდა აღდგეს, იმიტომ, რომ ძალიან ნაჩქარევად და არასერიოზულად იყო მაშინ მიღებული ეს გადაწყყვეტილება. პროექტს გზადაგზა ცვილდნენ და ისე აკეთებდნენ პროექტირებას. რაც შეეხება, იმ გალავნის ფრანგმენტებს რაც იქ მდებარეობს, მათ აქამდე ყურადღებას არავინ აქცევდა, პირიქით დაასხეს ბეტონი, ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს, კონსერვაცია არ გაუკეთეს, არ გაუკეთეს წარწერა, და ა.შ. ამრიგად ქუჩის ორმხრივობა აუცილებელია ისევე, როგორც აუცილებელია ძეგლის შენარჩუნება და მისთვის სტატუსის მინიჭება. ამ ყველაფრის გაკეთება კი ისე შეიძლება, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭირონ – მოძრაობაც ორმხრივი გახდეს და ძალიან კორექტული პროექტის შედეგად ძეგლმაც არ დაკარგოს საკუთარი მნიშვნელობა.
- როგორ შეაფასებდით შინაგად საქმეთა სამინისროს მუშაობას და ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას?
შინაგან საქმეთა სამინისტროში აშკარად ქვედა რგოლი თავდაუზოგავად შრომობს, ვგულისხმობ რიგითებს და ა.შ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრ –ალექსანდრე ჭიკაიძის მუშაობას, მე პირადად კმაყოფილი არ ვარ. ჩემი აზრით არ შეიძლება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს ალექსანდრე ჭიკაიძე.
- როგორი იყო გზა ჟურნალისტობიდან პოლიტიკამდე? და რომელი მათგანი უფრო რთულია?
იოლი არც ერთი გზის გავლა არ იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. აქ ადამიანს თუ ერთ სიტყვას ეტყვი, იმ სიტყვაზე პასუხიმგებელი უნდა იყო და იმ სიტყვის შესრულება უნდა შეგეძლოს. პოლიტიკაში გაცილებით დიდია პასუხისმგებლობა, ჟურნალისტიკაშიც არ იყო პასუხისმგებლობა ნაკლები, იქაც ყოველი სიტყვა უნდა მოგეზომა, აგეწონ დაგეწონა, მაგრამ აქ უფრო მტი საქმეა. ცხოვრების იმ ეტაპზე ვფიქრობდი, რომ მაშინ იქ ვიყავი საჭირო და ის უნდა მეკეთებინა რასაც ვეკეთებდი. ახლა კი დარწმუნებული ვარ აქ უნდა ვიყო და ეს და საქმე უნდა ვეკეთო, ამ საქმის კეთება ძალიან მომწონს.
- დღეს ხშირად კამათობენ იმაზე, უნდა შეიქმნას თუ არა ნატოს საწვრთნელი ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა აღნიშნული ბაზები ქვეყნისთვის საფრთხის მომტანი?
ნატოს საწვრთნელი ბაზა უნდა შეიქმნას. ამ ურთიერთობის გაღრმავებას მივესლმები. რაც შეეხება საფრთეს, საფრთხის ქვეშ ახლაც ვართ და მაზე მეტი საფრთხის წინაშე არამგონია დავდგეთ, რადგან რუსებს ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყანა, აქვე არიან ჩვენთან ყურის ძირში.
- ზოგადად როგორ ფიქრობთ რამდენად სწორი გზით მიდის დღეს ჩვენი სახელმწიფო?
რაც შეეხება ჩვენი სახელმწიფოს კურსს საგარეო მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა სწორედ მიდის, ხოლო საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით მთლად კარგად არ გვაქვს საქმე.
- რა შედის თქვნს სამომავლო გეგმებში? რა პროექტების განხორციელაბს გეგმავთ?
ახლა ვმუშაობ საზოგადოებრივ სივრცეებში ხმაურის რეგულირების კანონპროექტზე, რაც უნდა დავასრულოთ და გამოვიტანოთ განსახილველად, ასევე შეიქმნა ჯგუფი ძველ თბილისზე სამუშაოდ, რომლის ხელმძღვანელიც თავად ვარ. უნდა გავწეროთ სამოქმედო გეგმა ძველ თბილისთან დაკავშირებით და ამ ხუთშაბათისათვის მოხსენებები მოვამზადოთ, ასევე საბურთალოს ქუჩაზე მშენებლობების გაჩერებაზე, შექმნილ რევიზიზე მოხდება რამდენიმე შეხვედრა. ახლა საკრებულოში ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს განსახილველად. მინდა, რომ თბილისი მასწავლებლებისა და პენსიონრებისათვის დანამატებზე ვიბრძოლო. ეს გახლავთ ამ ეტაპზე არსებული ამოცანები.
13.10.14
ანო მუქათარიძე