სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დღეს არის ცალკე სახელმწიფო სახელმწიფოში, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი ცალკე ქუდი პოლიტიკური კეკლუცობისთვის , – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა სამინისტროში მისი წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი რეფორმის შედეგად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროს დაქვემდებარებაში თავისი ბიუჯეტიანად გადავა.
“მთავარი არ არის საკადრო პოლიტიკა, არამედ მთავარია ინსტიტუციონალური რეფორმა. დღეს სად-ი არის სახელმწიფო სახელმწიფოში. სამინისტრო კი არის ცალკე ქუდი პოლიტიკური კეკლუცობისთვის, რომ რეალურად მინისტრს მხოლოდ კამერებთან კეკლუცი შეეძლოს. სად-ი არც ეკითხებოდა საერთოდ მინისტრს აზრს. ზოგ შემთხვევაში კი ტელეფონსაც არ პასუხობდა, ამიტომ გვქონდა სისტემა, სადაც შავბნელი საქმიანობები არსებობდა, ამავდროულად მინისტრს ინფორმაციაც კი არ გააჩნდა. თუ მინისტრი პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი, ტექნიკური პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს. სწორედ აქედან გამომდინარე, რეფორმის შედეგად ყოველგვარ პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს. სად-ი გაუქმდება, იგი გახდება რიგითი დეპარტამენტი და მისი ბიუჯეტიც, რომლის ფარგლებშიც როგორც უნდოდა ისე არიგებდნენ პრემიებს, იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
13.10.14
Discussion about this post