საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნუგზარ გასვიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის ოფისის დირექტორს, ბრუნო ბალვანერასა და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსებას. ეს არის პროექტი, რომელიც რეგიონის მოსახლეობისთვის ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გაგრძელებენ.
15.10.14