მსოფლიო ებოლას ვირუსთან ბრძოლას განაგრძობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლას ცხელების ეპიდემია სართაშორისო საფრთხედ აღიარა და ეპიდემიით დაზარალებულ ქვეყნებთან საერთაშორისო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა. ორდღიანი საგაგნებო საკომიტეტო სხდომის შემდეგ ექსპერტების ინფორმაციით, ებოლას ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000 ადამიანს გადააჭარბა. 14 ოქტომრბის მონაცემებით, სამი კონტინენტის მასშტაბით დარეგისტრირებულია 8900 დაინფიცირებული ადამიანი.
ებოლას ვირუსის შემთხვევა პირველად 2014 წლის მარტში, გვინეაში დაფიქსირდა და შემდეგ მეზობელ ლიბერიას და სიერა ლეონეს მოედო. ეპიდემიის მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა ლიბერიაში ფიქსირდება (2316 ადამიანი), ლიბერიის პარლამენტმა კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც კრიზისთან გასამკლავებლად პრეზიდენტისთვის დამატებითი ძალაუფლების მინიჭებას გულისხმობდა, თუმცა პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ სირლიფმა უკვე გამოაცხადა საგაგნებო მდგომარეობა ქვეყანაში. მთავრობამ საზღვრების გამკაცრებული კონტროლის გადაწყვეტილება მიიღო და საზოადოების ფართო თავშეყრის ადგილებში ინფექციური კონტროლის საველე პუნქტები დაამატა, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. მთავრობა მოსახლეობას ჰიგიენის ზომების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. დაძაბულია სიტუაცია სიერა ლეონეზეც, სადაც დაღუპულთა რიცხვმა წინა კვირას რეკორდულ მაჩვენებელს, დღეში 121 ადამიანს მიაღწია. გაეროს ცნობით, ებოლას ვირუსს დასავლეთ აფრიკაში მომუშავე 233-ზე მეტი მედიცინის მუშაკი ემსხვერპლა. ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით რეალური ციფრები ოფიციალურ მონაცემებს შესაძლოა 2-ჯერ აღემატებოდეს, რადგან დაავადების ბევრი შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირებული არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 4000 სამხედრო გააგზავნა ლიბერიაში, რათა ვირუსთან ბრძოლაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიცის მუშაკებს დაეხმარონ. სიერა ლეონეში კვირის დასაწყისში გაერთიანებულმა სამეფომ და ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო პერსონალი, წინა კვირას კი კუბიდან 165 კაციანი სამედიცინო ჯგუფი ჩავიდა, მათი განცხადებით, მისია რეგიონში ექვსი თვე გაგრძელდება.
გერმანიის ხელისუფლებამ ევროპის კონტინენტზე ვირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაადასტურა, გარდაცვილი გაეროს თანამშრომელი გახდა, რომელიც 9 ოქრომბერს ლეიპციგის საავადმყოფოში ლიბერიიდან გადაიყვანეს,სადაც ის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა, მამაკაცი წმინდა გიორგის კლინიკაში გარდაიცვალა. გერმანიაში ოფიციალური ინფორმაციით, კიდევ ორი სხვა პაციენტი მკურნალობდა. ერთი მათგანი ფარანკფურტის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მეორე ოქტომბრის დასაწყისში ჰამბურგის საავადყოფოდან გაწერეს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ებოლას ვირუსი ათამდე ადამიანს აღმოაჩნდა პოლონეთში, ბელგიასა და ჩეხეთში. პაციენტების უმრავლესობა აფრიკის ქვეყნებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც აღვნიშნეთ, გაეროს ცნობით ებოლას ვირუსს დასავლეთ აფრიკაში მომუშავე 233-ზე მეტი მედიცინის მუშაკი ემსხვერპლა, ერთ-ერთი მედდა ესპანეთში მკურნალობს, მას ებოლას ვირუსი ლიბერიიდან ესპანეთში ჩასული პაციენტისგან გადმოედო. ეს ებოლას პირველი შემთხვევაა, რომელიც ევროპაში დაფიქსირდა. ესპანეთში, კიდევ შვიდამდე ადამიანია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახომ 10 ოქტომბერს ებოლასთან საბრძოლველად სპეციალური კომიტეტი შექმნა. ამასთანავე, ებოლას ვირუსმა შესაძლოა, ოქტომბრის ბოლომდე დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში შეაღწიოს. ბოსტონის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა და შეისწავლა მომაკვდინებელი დაავადების მარშრუტი, მათი აზრით თუ არ მოხდა ქვეყნების მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება – 24 ოქტომრისთვის საფრანგეთში ვირუსის გავრცელების რისკი 75% იქნება, დიდ ბრიტანეთში კი 50%.
შეერთებულ შტატებში ებოლას ვირუსის გადაცემის ორი შემთხევა დაფიქსირდა. პირველ მათგანს დალასის საავადმყოფოში დაუსვეს დიაგნოზი და დღემდე მკურნალობას განაგრძობს. ვირუსის სიმპტომები პაციენტს ლიბერიიდან აშშ-ში ჩაფრენიდან 5 დღეში დაუფიქსირეს. მეორე შემთხვევა – დაინფიცირებული ლადასის პრესვიტერიანული საავადმყოფოს თანამშრომელია, რომელიც მკურნალობდა გარდაცვლილ ლიბერიელ ერიკ დუნკანს. კარანტინშია საავადმყოფოს კიდევ ერთი ინფიცირებული თანამშრომელიც. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რადგან ძალიან დაბალია იმის რისკი, რომ დაავადებულს ებოლას ვირუსი თვითმფრინავის სხვა მგზავრებისთვისაც გადაედო. მათი თქმით, ვირუსი გრიპის მსგავსად არ ვრცელდება. ცენტრი აფრთხილებს აშშ-ს მოქალაქეებს, რომ თვალი ადევნონ ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს,რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებენ.
პირველად ვირუსი 1976 წელს ეკვატორულ სუდანსა და ზაირში დაფიქსირდა, 500-მდე დაინფიცირებული ადამიანიდან 300 გარდაიცვალა, ვირუსის პირველი იდენტიფიცირება მოხდა ზაირში მდინარე ებოლას ხეობაში, საიდანაც გაჩნდა ვირუსის სახელწოდება. იგი წარმოადგენს ჰემორაგულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მარალი სიკვდილიანობით, მისით ავადდებიან ადამიანებთან ერთად წყვილჩლიქოსნები და პრიმატები. ადამიანიდან ადამიანზე ის კანზე არსებული მიკროტრავმებიდან და ლროწოვანი გარსიდან გადადის. ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა დაკრძალვის რიტუალები, რომლის დროსაც ჭირისუფლებს აქვთ კონტაქტი დაღუპულის სხეულთან. გარდაცვლილის ორგანიზმიდან ვირუსი 3 კვირის განმავლობაში გამოიყოფა, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვა ღრმად, რომ ვირუსი საზიანო არ გახდეს ირგვლივ მყოფთათვის. მისი საიკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება, დაავადების განსხვავებული სიმძიმე და სიკვდილიანობის განსხვავებული სტატისტიკა გამოწვეულია ვირუსის სხვადასხვა ქვესახეობით, ებოლას ვირუსი იყოფა 5 სახეობად : სუდანის, ზაირის , ტაის ტყის, რესტონის და ბუნდიბუგიოს.
ებოლა ჯუნგლებში აღმოაჩინეს, ცხოველთა გვამებში : შიმპანზეს, გორილასა და ანტილოპაში. მაგრამ ცხოველები, მათ შორის პრიმატები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანთა დასნებოვნება, არ მიიჩნევიან ამ ვირუსის რეზერვუარებად. ადამიანის მსგავსად ისინიც ბუნებრივი რეზერვუარებიდან ინფიცირდებიან . არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ტროპიკულ ტყეებში ვირუსის წყარო შეიძლება იყვნენ ღამურები, რადგან ლაბორატორიულ პირობებში დასნებოვნების დროს ისინი არ კვდებოდნენ. მეორე ვერსია საკვებია, ებოლას ვირუსი ყველაზე საშიშია ფეკალიებში, და არა სისხლში. აფრიკაში საკვები ძირითადად ბოჭკოვანია, და დეფეკაცია დღეში რამდენჯერმე ხდება. ამ კონტინენტის ქვეყნების უმეტეს ნაწილში არ არსებობს გაწმენდისა და კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემა. დაავადების სიმპტომებია თავის, კუნტებისა და მუცლის ძლიერი ტკივილი, დიარეა, ანგინა, მოგვიანებით ადამიანებს უჩნდებათ ძლიერი ხველება და მჩხვლეტავი ტკივილები მკერდის ბადურის არეში. ჩნდება ორგანიზმის გაუწყლოვანების სიმპტომებიც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ყველა ქვეყანას
ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ის ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ებოლას ვირუსით დაზარალებულ ან რისკის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, შესაბამისი ინფორმაციით რისკების, ამ რისკების მინიმიზირების ღონისძიებების შესახებ და რჩევებით დაავადების პოტენციური ზემოქმედების მართვის თაობაზე. ისინი მზად უნდა იყვნენ ებოლას შემთხვევების გამოვლენის, მათი კვლევისა და ვირუსის მართვის კუთხით; ეს უნდა მოიცავდეს ებოლას ვირუსის კვლევისთვის კვალიფიციური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოთ იმ მგზავრების მართვა, რომლებიც მოემგზავრებიან ებოლას ვირუსით ინფიცირებული რაიონებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით და აღენიშნებათ აუხსნელი ცხელება. ფართო საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ზუსტი და საჭირო უნფორმაცია ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ. ქვეყანები მზად უნდა იყვნენ, უზრუნველყონ ებოლას ვირუსის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეების (მაგ. მედიცინის მუშაკების) ევაკუაცია და რეპატრიაცია.
ორგანიზაცია ებოლასთან ბრძოლად გეგმავს ფორმულით 70-70-80, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს დაინფიცირებულთა 70%-ის მკაცრი იზოლაცია, ხოლო დაღუპულთა გვამების 70% უნდა დაიმარხოს ისე, რომ გამოირიცხოს ვირუსის გავრცელება 80 დღის განმავლობაში დასავლეთ აფრიკაში უნდა შეიქმნას ამ მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი პირობები – მომზადდეს სამედიცინო და ლოჯისტიკური პერსონალი. გვინეაში გეგმავენ რეგიონალური პროფილაქტიკური ცენტრის გახსნას, რომელიც აღიჭურვება მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის კეიჯი ფუჯუდას თქმით, ვირუსი მედიკოსების კონტროლს ექვემდებარება და ნოემბრის ბოლოსთვის სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდება. ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, სწორედ მოსახლეობასთან მუშაობა, და არა ქვეყნებს შორის საზღვრების დაკეტვა, შეიძლება გახდეს მოცემულ მომენტში ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი.
საქართველოში, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლა სერიოზულ საფრთხედ გამოაცხადა კონტროლი საზღვრებზე გამკაცრდა, განსაკუთრებით დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული ხალხის მიმართ. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ებოლას არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. მხოლოდ ნიგერიიდან შემოსულ 13 ადამიანს აკვირდებიან, რომელთაც უკვე გაიარეს 21 დღიანი საინკუბაციო პერიოდი. ამავე დროს, ყველა შესაბამისი უწყება მზადაა დაავადებასთან საბრძოლველად.
16.10.14
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე