• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, ივლისი 3, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

კვერცხის იმპორტთან, ასევე აღნიშნული პროდუქტის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხცადებას ავრცელებს

2013/05/07
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
1 0
1
SHARES
12
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო დღეებში, საქართველოში კვერცხის იმპორტთან, ასევე აღნიშნული პროდუქტის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით გამოთქმულ არაერთგვაროვან მოსაზრებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს:

„ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მონიტორინგის გეგმის დამტკიცების შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, შემოსავლების სამსახურის,  საბაჟო დეპარტამენტის ვეტერინარების მიერ   სხვადასხვა ქვეყნებიდან (თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ირანი) 744655 კგ სასურსათო კვერცხის  29 სასაქონლო  პარტიის  შემოწმება განხორციელდა. 28 სასაქონლო პარტიას გააჩნდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის  ნებართვა. საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ყველა სასაქონლო პარტიების მიმართ განხორციელდა ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის  შემდეგი პროცედურები: დოკუმენტური შემოწმება, იდენტურობის შემოწმება, ფიზიკური შემოწმება და ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ნიმუშების აღება. ნიმუშები შემდგომი კვლევის მიზნით გაიგზავნა აკრედიტირებულ ლაბორატორიებში. ეს ლაბორატორიებია: შპს “ეტალონი”  და ,, სსიპ ტესტირების და სერტიფიკაციის ცენტრი’’. განხორციელებული პროცედურების თანახმად დადგინდა, რომ 28 სასაქონლო პარტია შეესაბამებოდა საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, ხოლო ერთ სასაქონლო პარტიაზე იმპორტიორმა ვერ წარმოადგინა იმპორტის ნებართვა და 22280 კგ სასურსათო კვერცხი გაბრუნდა ექსპორტიორ ქვეყანაში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ ყველა შეთხვევაზე ხორციელდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები.

შემოსავლების სამსახური ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა’’ და საქართველოს მთავრობის N426-N430 დადგენილებების თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო  კონტროლს.

სასურსათო კვერცხის იმპორტის შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვეტერინარი სპეციალისტების მიერ ხორციელდება:

ა)         დოკუმენტურ შემოწმება;

ბ)         იდენტურობის შემოწმება;

გ) ფიზიკური შემოწმება (რომელიც აგრეთვე მოიცავს ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას).

დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს – ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ასევე წარმოშობის სერტიფიკატის, შესყიდვის დოკუმენტის (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის და ა.შ შემოწმებას და მოცემული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენას.

იდენტურობის შემოწმება ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობის შემოწმებას, მასზე დატანილი ნომრის (ან კოდის) ვეტერინარული სერტიფიკატის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენას, საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საწარმოს იდენტიფიკაციისათვის საჭირო შტამპების, ოფიციალური აღნიშვნების არსებობის დადგენას და ამ მონაცემების ვეტერინარულ სერტიფიკატში ან სხვა დოკუმენტებში აღნიშნულ ინფორმაციასთან შესაბამისობის დადგენას, ასევე შეფუთვებზე საქონლისათვის სპეციალური მარკირების შემოწმებას და საქონლის ფაქტობრივი წონის შედარებას ვეტერინარულ სერტიფიკატში ან/და სხვა დოკუმენტებში მითითებულ წონასთან;

ფიზიკურ შემოწმება ითვალისწინებს –ფიზიკურ, ქიმიურ ტესტირებას, ორგანოლეპტიკურ შემოწმებას (სუნი, ფერი, სიმკვრივე და ა.შ.) მათ შორის, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას; დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას.

იმპორტისთვის განკუთვნილი სასურსათო კვერცხის ყველა სასაქონლო პარტიიდან ვეტერინარი ახორციელებს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშის აღებას და უზრუნველყოფს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში მის გაგზავნას.

კვლევა ხორციელდება შემდგომ  პარამატრებზე:

ფიზიკო ქიმიური მაჩვენებლები (1 კვერცხის მასა, 10 კვერცხის მასა, საჰაერო კამერის სიმაღლე)

ტოქსიური ელემენტები (ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, თუთია)

რადიონუკლიდები (ცეზიუმი – 137; სტრონციუმი -90)

მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები (მეზოფილური აერობები და ფაკულტატურული ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა 1.0 გრ პროდუქტში; კოლიფორმები 0.01 გრ. პროდუქტში; პათოგენური მიკროორგანიზმები, მათ შორის სალმონელა 25 გრ. პროდუქტში)

ანტიბიოტიკები (ლევომიცეტინი, ტეტრაციკლინის ჯგუფი, სტრეპტომიცინი, პენიცილინი).

პესტიციდები: ჰექსაქლორციკლოჰექსანი და მისი იზომერები, დდტ და მისი მეტაბოლიტები

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად საქონლის მიმართ ხორციელდება:

ა)         საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება.

ბ)         უკან გაბრუნება ან განადგურება.

საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ლაბორატორიის დასკვნამდე ჩერდება საბაჟო გამშვებ პუნქტზე პირობითად განსაზღვრულ საკარანტინო სადგომზე,“- ნათქვამია განცხადებაში.

 

07.05.13

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს
ახალი ამბები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს

2022/07/02
“ჩემს შვილთან თამაშის დროს დავიწყე საახალწლო სახლების კეთება” – ნათია ლელაშვილის პერსონა
ახალი ამბები

“ჩემს შვილთან თამაშის დროს დავიწყე საახალწლო სახლების კეთება” – ნათია ლელაშვილის პერსონა

2022/07/02
პარლამენტთან, აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა 
ახალი ამბები

პარლამენტთან, აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა 

2022/07/02
Next Post

ნოდარ ხადური საქართველოსში ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესებულ ინდოელ ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა

ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

კამეჩის უვარგისი ხორცის იმპორტის 3 სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა

Discussion about this post

ახალი ამბები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს
ახალი ამბები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს

2022/07/02
0

მთაწმინდაზე, ჰომოფობიური ჯგუფის შეკრებაზე 17ადამიანი დააკავეს  უწყების ცნობით, ჰომოფიბიური აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.  პრორუსული დაჯგუფება "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის...

სრულად
“ჩემს შვილთან თამაშის დროს დავიწყე საახალწლო სახლების კეთება” – ნათია ლელაშვილის პერსონა

“ჩემს შვილთან თამაშის დროს დავიწყე საახალწლო სახლების კეთება” – ნათია ლელაშვილის პერსონა

2022/07/02
პარლამენტთან, აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა 

პარლამენტთან, აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა 

2022/07/02
მთაწმინდაზე ალტ-ინფოს წევრები დააკავეს, მათ შორისაა ზურა მახარაძე 

მთაწმინდაზე ალტ-ინფოს წევრები დააკავეს, მათ შორისაა ზურა მახარაძე 

2022/07/02
მახარაძე, ვარდოსანიძე, მარტინენკო, ფალავანდიშვილები – მთაწმინდაზე ჯამში 26 ადამიანი დააკავეს

მახარაძე, ვარდოსანიძე, მარტინენკო, ფალავანდიშვილები – მთაწმინდაზე ჯამში 26 ადამიანი დააკავეს

2022/07/02
უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ 

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ 

2022/07/02
შსს-მ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა 

შსს-მ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა 

2022/07/02

საინტერესო

რა სიახლეები დაიგეგმა 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

რა სიახლეები დაიგეგმა 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

8 წელი ago
შამქორეცის ეკლესიის მახლობლად მიმდინარე მშენებლობამ შესაძლოა ძეგლის ნგრევა გამოიწვიოს

შამქორეცის ეკლესიის მახლობლად მიმდინარე მშენებლობამ შესაძლოა ძეგლის ნგრევა გამოიწვიოს

5 წელი ago

ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი იწყება

6 წელი ago

16 მაისს გადაწყდება რა საარჩევნო ნომრით წარსდეგბა ნაციონალური მოძარაობის არჩევნებზე

8 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს 2022/07/02
  • “ჩემს შვილთან თამაშის დროს დავიწყე საახალწლო სახლების კეთება” – ნათია ლელაშვილის პერსონა 2022/07/02
  • პარლამენტთან, აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა  2022/07/02

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In