რუსთაველის თეატრში დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, მსახიობ გურამ საღარაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეოალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც “თბილისი თაიმსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების დიდი ალბომი უფასოდ გავრცელდება ბიბლიოთეკებში, მედიათეკებში და სხვადასხვა სახელოვნებო არქივში იმისათვის, რომ მომავალ თაობას შესაძლებლობა ჰქონდეს გაეცნოს უდიდესი ქართველი არტისტის შემოქმედებას.
“სანო სტუდიაში” ალბომზე მუშაობა მსახიობს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა დაწყებული. ალბომი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.
20.10.14