• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, მაისი 28, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”: “დავით უსუფაშვილის წერილის International New York Times-ში გამოქვეყნებაში 75 ათას ევრომდეა გადახდილი”

2014/10/21
in პოლიტიკა
1 0
7
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

usupashvili_international_new_york_times“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წერილის International New York Times-ში გამოქვეყნებაში 75 ათას ევრომდეა გადახდილი.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ International New York Times-ში გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილი, რომელშიც გამოთქმული იყო ხელისუფლების მხარდამჭერი მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის სპიკერის სტატია გამოქვეყნდა როგორც რეკლამა, რაც საქართველოს “მთავრობის მიერ დაარსებულმა” საინფორმაციო ვებგვერდმა agenda.ge-მ, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც სტატიის ქვემოთ იყო განთავსებული, არ დაადასტურა. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ხაზინიდან New York times-თვის ფული არ გადარიცხულა. თავად დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სტატია მან დაწერა და agenda.ge-ს გადასცა, თუმცა მისთვის მოულოდნელი იყო წერილის New York times-ში გამოქვეყნება. უსუფაშვილის განმარტებით, სტატიისათვის ფული არც მას გადაუხდია.

“ამ მასალასთან დაკავშირებით ჩვენ გაზეთ International New York Times-ს მივმართეთ და გავარკვიეთ, რომ დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში მსოფლიო ამბები (World News), სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს. ამასთან, გაზეთის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ უსუფაშვილის წერილი სრულ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც International New York Times-ის წარმომადგენელმა განგვიცხადა, გაზეთმა მიმართა agenda.ge-ს თხოვნით, გაესწორებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის სტატია რეკლამაა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების მიერ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალა რეკლამა აღმოჩნდა. 2011 წელს ჩვენ გამოვეხმაურეთ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან აღნიშნა, რომ Financial times-მა დაწერა სტატია საქართველოზე, რომელიც საქართველოს კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად აცხადებდა. ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად კი გამოქვეყნებული მასალა რეკლამას წარმოადგენდა. ვინაიდან ეს სტატია მთავრობასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ვებგვერდმა agenda.ge-მ შეუკვეთა, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავგზავნეთ წერილები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მთავრობის კანცელარიაში და იმავე მისამართზე მდებარე agenda.ge-სთან.

მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ ვინ გადაიხადა 75 000 ევრომდე agenda.ge-ს დაკვეთით გამოქვეყნებულ რეკლამაში: სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიამ, კერძო ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა”, – აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განაცხადა, რომ “ნიუ-იორკ თაიმსში” დაბეჭდილ მის წერილში პირადად მას არაფერი გადაუხდია. მისი თქმით, მან სტატია დაწერის შემდეგ აგენდა.გე გადასცა და სთხოვა, რომ გამოექვეყნებინა.

“მე დავწერე ეს სტატია, გადავეცი agenda.ge-ს და ვთხოვე, რომ გამოექვეყნებინა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, რომ “ნიუ იორკ თაიმსში” დაიბეჭდა. რომელი პრესა დაინტერესდებოდა, მე არ ვიცოდი, “ნიუ იორკ თაიმსს” ეცოდინება, თუ ვინმემ რამე გადაიხადა. მე არაფერი გადამიხდია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

16 ოქტომბერს გამოცემა International New York Times-ში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით “სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა – პუტინთან “შეკრული” ივანიშვილი. სტატიაში დავით უსუფაშვილი აღნიშნავდა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს.

21.10.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
“ამ ეტაპზე აზოვსტალის დამცველები განწირულები არიან” – ზაზა ცოტნიაშვილი
ახალი ამბები

“ამ ეტაპზე აზოვსტალის დამცველები განწირულები არიან” – ზაზა ცოტნიაშვილი

2022/05/17
Next Post
ლადო პაპავა: “ქალაქს სჭირდება გაზგასამართი სადგურიც, სასაფლაოც, სახინკლეც, მაგრამ არა უნივერსიტეტის გვერდით”

ლადო პაპავა: "ქალაქს სჭირდება გაზგასამართი სადგურიც, სასაფლაოც, სახინკლეც, მაგრამ არა უნივერსიტეტის გვერდით"

„საკრებულო მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებაში არაძალადობის, ჰუმანიზმის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“

„საკრებულო მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებაში არაძალადობის, ჰუმანიზმის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“

“ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ჩვენს საერთო მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობა”

"ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ჩვენს საერთო მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობა"

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

„ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს ბენდის Thirty Seconds to Mars კონცერტი გაიმართება

„ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს ბენდის Thirty Seconds to Mars კონცერტი გაიმართება

3 წელი ago

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

6 წელი ago
შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ თბილისში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა

6 წელი ago

პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა

6 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In