ძალიან ბევრჯერ მისაუბრია, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნიჭიერ ადამიანებზე. მართლაც საითაც არ უნდა გაიხედო, ისინი მრავლად არიან. უბრალოდ მათ დანახვა, აღმოჩენა და წინ წამომწვა სჭირდებათ. თითოეულ ახალგაზდაში არის მიძინებული ვულკანი და ელოდება შემთხვევას, როდის ამოფეთქავს და დამერწმუნებით, რომ ეს ზუსტად არავინ იცის. ზოგჯერ ეს ამოფრქვეული ვულკანი საკუთარ კვალს ტოვებს, არ უშინდება არაფერს და შეუჩერებლად მიიწვეს წინ, ზოგჯერ კი ის უბრალოდ ლამაზ ადგილად რჩება, რომელსაც შეიძლება ყურადღება აღარც კი მიაქციონ. მე მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მჯერა, ეს ის ძალაა, რომელსაც ადამიანთა მოღვაწეობის ყველა სფეროში ძალიან დიდი გარდატეხის მოხდენა შეუძლია. “თბილისი თაიმსი“ ამჯერად ახალგაზრდა ხელოვანს, მსახიობ მინდია ქიტიაშვილს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ 22 წლისა გახლავთ, საკმაოდ წარმატებულია საკუთარ პროფესიაში. ჩვენ დავინტერესდით მისი შემოქმედებით, თუ როგორ მიაღწია მან წარმატებას და რას ნიშნავს მისთვის მსახიობობა.
როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
მე ვარ მინდია ქიტიაშვილი 22 წლის, დავიბადე თბილისში. 2012 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. ახლა ვარ თოჯინების თეატრის, ასევე გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრ „სახიობას“ და თეატრ „მოდი ნახეს“ მსახიობი. ასევე ვარ გაწევრიანებული ლიტერატურულ კლუბ „დალკში“, ვარ დალკის ჯგუფის წევრი.
რას წარმოადგენს ლიტერატურული კლუბი „დალკი“ და რას ემსახურება ის?
დალკი ემსახურება პოეზიისა და ზოგადად ხელოვნების განვითარებას. გვყავს მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები, პროზაიკოსები და ა.შ. ყოველ პარასკევს ვაწყობთ პოეზიის საღამოებს, ასევე გვაქვს გასვლითი ტურები სხვადასხვა ქალაქებსა თუ უნივერსიტეტებში, სადაც ვატარებთ პოეზიის საღამოებს. ჩვენ გვსურს, რომ ხალხს შევაყვაროთ პოეზია, ხელოვნება… გვინდა, რომ ქართველმა საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს თანამედროვე ქართული პოეზიის და არა მარტო თანამედროვე პოეზიის შესახებ. მთავარი მიზანია ახალგაზრდა პოეტებისთვის, მწერლებისთვის, ზოგადად ლიტერატორებისთვის შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ ხელი შევუწყოთ რეალიზებაში.
რამდენად ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდით და რა პრინციპეპით გზრდიდნენ მშობლები?
ტრადიციულ ოჯხაში გავიზარდე. ჩემი მშობლები, სულ იმას მეუბნენოდნენ, რომ უნდა მესწავლა, მიმეღო განთლება, არა მარტო მე, არამედ ჩემ ძმასაც. დღეს კი ორივე ვცდილობთ, რომ ვისწავლოთ და შევინარჩუნოთ ის ტრაიციულობა რაც ჩვენს ოჯახს მოსდევს. ალბათ ჩემს შვილებსაც შევეცდები, რომ იგივე გადავცე. მიყვარდეს ჩემი ქვეყანა, ხალხი. ჩემი პატიოსანი ცხოვრებით, ხელი შევუწყო და მოკრძალებული წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში. მიყვარდეს ახლობლები, ნათესავები და რასაც შევძლებ, ყველაფერი გავაკეთო გარშემო მყოფებისთვის. მთავარი პრინციპი ალბათ შრომის მოყვარეობა და მონდომებულობაა, რომელსაც არ ვზოგავ ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერს ვცდილობ.
რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა და კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი არჩევანით?
ჩემი თეატრალური კარიერა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. სკოლის პერიოდში ვთამაშობდი პატარ–პატარა სპეკტაკლებში, შემდეგ შევედი თეატრალურ სტუდიაში, ვსწავლობდი ასევე „ბერიკებში“, რამაც უფრო დააჩქარა ჩემი პროფესიული ზრდა. ამის შემდეგ, ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარდა ეს პროფეია, ხელოვნება. ჩემი არჩევანით, კმაყოილი ვარ, თუმცა ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რამ მაკლია იმისათვის, რომ უფრო გავიზარდო პროფესიულად. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე თავს არ ვზოგავ და ყველაფერს ვცდილობ. ვნახოთ რა გამომივა, ვეცდები ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღოს და მსმენელს და მაყურებელს კარგად დავამახსოვრო თავი.
თქვენ ხართ „გალაკტიონობა – 2014“ – ის გამარჯვებული, მოგვიყევით ამ კონკურსის შესახებ, როგორც მიიღეთ მონაწილეობა?
„გალაკტიონობა – 2014“ ჩაატარა ორგანიზაცია „მთაწმინდის მთვარემ.“ კონკურსი ტარდებოდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე ავიღე პირველი ადგილი მხატვრულ კითხვაში. ამ კონკურში მოვხვდი „დალკი“ – დან. გავიგე, რომ ტარდებოდა „გალაკტიონობა“ და შემდეგ მივიღე მონაწილეობა. რაც შეეხება კონკურენციას ვერ ვიტყვი, რომ ის ძალიან დიდი იყო და ვერც იმას ვტყვი, რომ სუსტი იყო, თანაბარი იყო თითქმის ყველა კონკურსანტი. მე გავაერთიანე გალაკტიონის 18 ლექსიდან აღებული პატარ–პატარა ციტატები და ერთ მთლიან ემოციად ვაქციე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვიცოდი მონაწილეები წაიკითხავდნენ მარტო თითო ლექსს, ამით კი მინდოდა, რომ განსხვავებული და ორიგინალური ვყოფილიყავი. საბედნიეროდ გამომივიდა და შედეგზეც გავედი.
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს იყო კარგი მსახიობი?
იყო კარგი მსახიობი, ნიშნავს რომ იყო გულწრფელი. ყველაზე მთავარია გულწრფელობა. გულწრფელი ადამიანი არა მარტო ცხოვრებაში, არამედ სცენაზეც იქნება ყოველთვის მართალი და არა ყალბი.
რომელ სპექტაკლში მიიღებდით მონაწილეობას და რომელ როლს მოირგებდით დიდი სიამოვნებით?
იცით რა არის, ჩემთვის ყველა როლი მნიშვნელოვანია და ყველა როლს პასუხისმგებლობით ვეკიდები. ამ ეტაპზე საოცნებო და გამორჩეული როლი არ მაქვს, რადგან ჩემთვის ყოველი როლი ჩემი პროფესიული ზრდა გახლავთ. ალბათ, ოდესმე მექნება ის საოცნებო როლი, რომელიც შეიძლება ვითამაშო. ჯერ არსებული ოცნების ნახევარსაც ვერ მივუახლოვდი და ცოტა რთულია კიდევ, ამის იქით იოცნებო რაიმეზე.
ახლა ძირითადად სპეკტაკლებში თამაშობთ, თუ გიფიქრიათ კინო კარიერაზე?
კი ახლა ძირითადა დაკავებული ვარ სპეკტაკლებით. რაც შეეხბა ფილმებს, ფილმებში არ ვარ გადაღებული, გარდა ერთი–ორი დოკუმენტური ფილმისა, რომელიც ფართო მასშტაბებით არ გახმაურებულა. თუ იქნება რაიმე კარგი შემოთავაზება, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი.
ამბობენ თუ მსახიობმა ერთხელ სცენის მტვერი ჩაყლაპა, ის ვერასოდეს დაივიწყებს მას, თუ გაქვთ თქვენ ეს გამოცდილება და როგორ იმოქმედა მან თქვენზე?
ყველაზე დიდ სულიერ საზრდოს ვიღებ სცენაზე დგომის დროს, ვიზრდები, ვიხვეწები და ძალიან ბედნიერი ვარ. არსებობს გარკვეული ჩავარდნებიც, რაც ყველა ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში, როდესაც ის ვეღარ აქტიურობს საკუთარი მოღვაწეობის სფეროში. მეც არაერთხელ მქონია ასეთი მომენტი. თუნდაც, როდესაც ჯარში წამიყვანეს ერთი წლით. არაფერი აღარ გამაჩნდა, არც თეატრი, არც სცენა, ჩამოვშორდი საერთოდ ამ სფეროს. დეპრესია მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი, როდესაც ვახერხებდი სულ თეატრში დავდიოდი და სპექტაკლებს ვუყუებდი, ამით ვინაზღაურებდი იმ დანაკლის რასაც განვიცდიდი. მოკლედ, რომ ვთქვათ სცენის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი ჯილდო რაც შეიძლება მსახიობმა მიიღოს?
ყველაზე დიდი ჯილდო მსახიობისათვის და არა მარტო მსახიობისთვის, ხელოვანისათვის და არა მარტო ხელოვანისათვის არის ხალხის სიყვარული. ჩემი ოცნება, არის ხალხის სიყვარული. იმას არ ვამბობ, რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ, მაგრამ კარგია რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ და უფრო მეტ სითბს გამოხატავენ შენს მიმართ, მეც ანალოგიურად ვიქცევი მათ მიმართ. სიყვარულია ჩემთვის მთავარი.
დღეს ჩვენს ქვეყანაში რამდენად აფასებენ მსახიობებს და აქვთ, თუ არა მათ სამომავლო პერსპექტივა?
არ მინდა გავაკრიტიკო ყველა და ყველაფერი, რადგან ვერ ვიტყვი, რომ არ აფასებენ არავისა და არაფერს. ხშირად გვესმის, რომ არ ფასდებიან ხელოვანები, არ ფასდებიან მსახიობები და ა.შ. თუმცა, გარკვეულწილად, ეს ასე არ არის. ფასდება ის ადამიანი, რომელიც ცდილობს და რაიმეს აკეთებს. მთავარია, რომ აკეთო, იშრომო და ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი დაგიფასდება და მიაღწევ შედეგს, რისთვისაც იბრძოდი. რა თქმა უნდა, არის ფინანსური საკითხები, ძალიან ცოტა შემოსავალი აქვთ ხელოვანებს, მსახიობებს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ თუ ადამიანს უყვარს საკუთარი საქმე – თეატრი, პოეზია… ფინანსური საკითხები მეორე ხარისხოვანია. თუმცა, ამასთან ერთად, ისიც კარგად მესმის, რომ ფინანსური უზრუნველყოფა აუცილებელია ოჯახისთვის, ცხოვრებისათვის.
რომელ რეჟისორთან ითანამშრომლებდით დიდი სიამოვნებით და ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ თავად რეჟისორობას?
სიამოვნებით ვიმუშავებდი რობერტ სტურუასთან, ეს ჩემი ოცნებაა და ალბათ ოდესმე მოვხვდები მასთან. ასევე ლევან წულაძესთან, ავთო ვარსიმაშვილთან, რომელთანაც თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. თუ მომეცემა საშუალება, რომ ერთი–ორი სპეკტაკლი ჩემთვის დავდგა კი ბატონო, რატომაც არა, თუმცა მომავალში რეჟისურით ცხოვრებას არ ვაპირებ.
22 წლის ასაკში უკვე საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა ხართ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
შრომა გახლავთ, იმ წარმატების ფორმულა, რითაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას. დაუზარლობა, შრომა და ყველაფერი იმის კეთება, რაც თავად გსურს.
როგორ აპირებთ კარიერის გაგრძელებას? თქვენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით….
ერთი კარგი ოცნება მაქვს და ყველას უკვირს ამას, რომ ვამბობ. არ ვაპირებ არსად წასვლას. მინდა, რომ ვიყო საქართველოში, მქონდეს ჩემი პატარა თეატრი, სადაც ვიქნები, ვითამაშებ, სიამოვნებას, სულიერ საზრდოს მივიღებ. იქ გავიზრდები, იქ ვიცხოვრებ და ვეყვარები ხალხს. ეს არის ჩემი ოცნება, ეს არის ჩემ სამომავლო გეგმებიც. რა თქმა უნდა, თუ მეტყვიან იმას, რომ წამოდი ჰოლივუდში, კი ბატონო დავთანმდები, მაგრამ როგორც ასეთი, რომ ოცნებად მქონდეს ქცეული იქ წასვლა ეს ასე არ არის. მირჩევნია, ჩემს პატარა საქართველოში ვიყო და ჩემს ხალხს ვუყვარდე და მიყვარდეს ისინი. კიდევ უახლოეს მომავალში, მომავალი თვის ბოლოს, გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრ „სახიობა“ – ში მექნება პრემიერა – ლაშა თაბუკაშვილის „ჭრილობისა“, ასევე თეატრ „მოდი ნახეში“ რეზო კლდიაშვილის –„პილონის“, ვურჩევ ყველას, რომ მოვიდნენ და ნახონ ეს სპეკტაკლები.
21.10.14
ანო მუქათარიძე