• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, მაისი 22, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა
ფაქტები და ციფრები – რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში?

ფაქტები და ციფრები – რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში?

2016/05/23
in ანალიტიკა, მსოფლიო
31 0
27
SHARES
387
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო, საერთაშორისო სისტემისთვის  დღემდე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოსთვის იგი ერთდროულად ამოუცნობი და საშიში სახელმწიფოა. ატომური შესაძლებლობებით მანიპულირების გარდა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა  მსოფლიოს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობითაც აშფოთებს. ქვეყანაში, რომელშიც ღრმა სოციალიზმი მძვირვარებს ყოველდღიურად ათობით ადამიანი სიკვდილით ისჯება, დამნაშავეებს კი – საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ. იქ არსებული მძიმე მდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დამცველებს  მე-20 საუკუნის მიწურულს  მცირე წარმოდგენა ჰქონდათ . თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი გამოიქცა სახელმწიფოდან  უფრო ნათელი გახდა რეალური სურათის წარმოდგენა.Kim Jong Un

საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული უკანასკნელი  ადამიანი 30 წლის შინ დონგ ჰიუკია, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში დაიბადა და იქ 22 წელი გაატარა. სწორედ ამ კორეელთან შეხვედრის შემდეგ დაწერა წიგნი ბლენ ჰარდენმა „გაქცევა მე-14 ბანაკიდან“, რომელიც სრული სიზუსტით აღწერს ჩრდილოეთ კორეაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას. ამერიკელი ექსპერტები ხშირად ჩრდილოეთ კორეას – „დედამიწაზე არსებულ ჯოჯოხეთს“ უწოდებენ, სადაც ახალმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მდგომარეობა უფრო გაამძაფრა.

Gov-image1945 წლამდე, კორეას იაპონია, როგორც კოლონიას, ისე ფლობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეის ჩრდილოეთ ნაწილს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. სამხრეთს – ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოეთმა და ამერიკამ ვერ შეძლეს მოლაპარაკება ქვეყნის გაერთიანების შესახებ, რამაც 1948 წელს ორი სხვადასხვა მთავრობა წარმოშვა, ჩრდილოეთის – პროსაბჭოური და სამხრეთის – პროამერიკული, რომელთაგან თითოეული მთელი კორეის მართვაზე აცხადებდა პრეტენზიას. დასავლელი ექსპერტების აზრით,  ჩრდილოეთ კორეა არის ქვეყანა, რომლის მაგალითზეც შეიძლებოდა ევარაუდათ საბჭოთა კავშირის არსებობა დღემდე. მათი აზრით, ეს სისტემა დროთა განმავლობაში აუცილებლად  წარმოშობდა ისეთ რეჟიმს, როგორიც დღეს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაშია. დღეს აღარავინ დაობს იმის შესახებ, რომ მსოფლიო ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნების სიაში ეს სახელმწიფო პირველ ადგილზეა.

10746664_859273357437275_1244056161_oჩრდილოეთ კორეა ქვეყნის არაოფიციალური სახელწოდებაა და მისი მმართველები ლეგენდარული ლიდერის კიმ ირ სენის მემკვიდრეები – კიმ ჩენ ირი ( რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა) და კიმ ჩენ ინი არიან. პოლიტიკური ძალაუფლება დღემდე კორეის შრომითი პარტიის ხელშია, რომწლიც თავადვე აკონტროლებს შიდა და გარე ვაჭრობას, მრეწველობას, ეკონომიკას და ქვეყანა პრაქტიკულად იზოლირებულია. თუმცა უნდა ითქვას, რომ პარტიის ეს ძალისხმევა უშედეგოა,  რადგან ეკონომიკა მუდმივ სტაგნაციას განიცდის. მთელი მარაგი კი სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებას, ატომური პროპაგანდის განვითარებასა და საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობას ხმარდება. ერთადერთი  კი,  რაც პარტიას  კარგად გამოსდის არის ის პროპაგანდისტული მანქანა, რომლის მექანიზმიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებმა ტყუილსა და ილუზიაში იცხოვრონ.

karandiruჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა,  უარყოფს საკუთარ ტერიტორიაზე საკონცენტრაციო ბანაკების არსებობას. როგორც ამერიკელი უფლებადამცველები ამბობენ, კიმის დინასტიამ, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისი უფლებები მიწასთან გაასწორა. 2014 წლის მაისში, ადამიანის უფლებების დაცვის ამერიკულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო სისტემას მკაცრი ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდა. მათი გამოსვლის ძირითადი იდეა იყო – ხმა მიეწოდებინათ მსოფლიოსთვის,  სადაც ადამიანის უფლება უნივერსალური ღირებულებაა და რომელიც არ უნდა ეგუებოდეს ჩრდილოეთ კორეაში არსებულ მდგომარეობას. შეხვედრაზე ორგანიზაციამ სატელიტიდან გადაღებულ ძველ ფოტოებთან ერთად ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს  ახალ ტერიტორიებზე დაფიქსირებული, ახალი საკონცენტრაციო ბანაკები. მათ შექმნეს  ბანაკების არქიტექტურული მონახაზი, სადაც ჩანს  სამი ძირითადი ნაწილი: ყაზარმები, ძალადობრივი შრომის მონაკვეთები და სიკვდილით დასჯის საჯარო მოედნები. ყოფილი პატიმრების აღწერით, გულაგებში ძალადობრივი სამუშაო განაწილებულია. პოლიტიკური პატიმრები, დამნაშავე მშობლების შვილები და  გაქცევის მცდელობის გამო დაკავებული ადამიანები ცალკე ბანაკებში არიან.  დღეს არსებული მონაცემებით 200 ათასიდან 300 ათასამდე პატიმარია საკონცენტრაციო ბანაკებში. ძალიან ბევრისთვის წარმოუდგენელია XXI საუკუნეში მსგავსი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ მაგრამ ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი  ჩრდილოეთ კორეაში – რეალობაა.  საბჭოთა კავშირის ძალადობრივი შრომის ბანაკების ექსპერტი ენ ეფლობი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბანაკები საბჭოთას ანალოგიურია, ისინი მიუვალ ადგილებშია აშენებული, შეირაღებული ზედამხედველებისა და სიკვდილის შიშით პატიმრები გაქცევას ვერ ახერხებენ. გულაგების არსებობის მრავალწლიან ისტორიაში, მხოლოდ ერთეული ადამიანები არსებობენ, რომლებმაც ტყვეობას თავი დააღწიეს, სწორედ ისინი წარმოადგენენ ინფორმაციის მთავარ წყაროს.

154426ადამინის უფლებების დარღვევის პარალელურად კომუნიკაციები ჩრდილოეთ კორეაში  გარესამყაროსთან ფაქტობრივად არ არსებობს, მხოლოდ 2009 წელს მოხსნეს აკრძალვა მობილური ტელეფონის გამოყენებაზე. ფხენიანის მცხოვრებლებს კი შეუძლით მობილურის ყიდვა და ადგილობრივ ქსელში ჩართვა, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ კავშირით ძირითადად სახელმწიფო მოსამსახურეები, ბიზნესმენები ან უცხოელები სარგებლობენ. „რადიოხარვეზები“ გავრცელებული მეთოდია რესპუბლიკაში იმისთვის, რომ საზოგადოება „დაიცვან“ უცხო და „მავნებლური“ გადაცემების მოსმენისგან. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში არსებობს ერთადერთი თავისუფალი ჩრდილოკორეული რადიო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მსმენელს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს, აძლევს ინსტრუქციებსა და სხვა არანაციონალისტური ხასიათის ინფორმაციას აცნობებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მოსმენის საშუალება მხოლოდ სამხრეთ კორეელებს აქვთ, წვდომა კი  ჩრდილოეთში ხარვეზებით მიმდინარეობს. ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულების მუშაკებს. დანარჩენი მცხოვრებლებისთვის, მისაწვდომია ნაციონალური კომპიუტერული ქსელი, რომლშიც  ჩრდილოეთ კორეის კომპიუტერული ინფორმაციის ცენტრი  ტვირთავს ინტერნეტიდან იდეოლოგიური თვალსაზრისით ნეიტრალურ მასალებს.

North Korean orphans wait to be examined for possible signs of malnutrition in an area damaged by summer floods and typhoons in South Hwanghae provinceჩრდილოეთ კორეის ბევრი მცხოვრები შიმშილობის ზღვარზეა, რაც ქვეყანაში პროდუქტის განაწილების არასწორ სისტემას უკავშირდება. მიდგომა  – ”საკვები, უპირველესად, სამხედროებს” იწვევს იმას, რომ გაეროს მოხსენების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ბავშვების 60% არასაკმარისად იკვებება, 16% შიმშილობს და დღეში ათეულობით ადამიანი იღუპება ამ მიზეზით.

10746740_859273370770607_955621480_oმსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დღემდე უკვირთ ეს ისტორიები და ვერ გაუგიათ, როგორ დაუშვა მსოფლიომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ასეთი პრეცენდენტი.  ფაქტები ექსპერტების აზრით, ნამდვილად საშინელებათა ფილმის ისტორიას ჰგავს. მაგრამ ეკონომისტებს ამ ფაქტების დასაზუსტებლად არგუმენტად  ციფრები მოჰყავთ.

იმისთვის, რომ მკითხველი უკეთ გაეცნოს არსებულ მდგომარეობას, ქვეყანას  შევადარებთ მოსახლეობით მეტ – სამხრეთ კორეასთან და მოსახლეობით ნაკლებ, პოსტსაბჭოურ საქართველოსთან.

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა 24 მილიონ ადამიანს აღემატება და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი წლის განმავლობაში 12 მილიარდი დოლარია, ამასთანავე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი წლის განმავლობაში დაახლოებით, 505 $ იხარჯება. ცხადია, მშპს-ს რაოდენობასთან შედარებით მოსახლეობის შემოსავალი ერთი წლის გათვლით ძალიან დაბალია, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის 80% შიმშილობს, არ აქვთ მობილურები, დენი მუდმივად გათიშულია და დედაქალაქაში მანქანები იშვიათად დადიან. თუ ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეას შევადარებთ დავინახავთ, რომ სამხრეთში მოსახლეობა 50 მილიონია, ორჯერ მეტი ვიდრე ჩრდილოეთში, ამ სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტი კი 1 ტრილიონს აღემატება, ერთ წელიწადში კი ერთსულ მოსახლეზე დაახლოებით 23,018 $ იხარჯება. რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ერთმანეთთან შედარებით მარტივად ვიპოვით მრავალმხრივ განსხვავებას, თუმცა ამ უკანსკნელის საქართველოსთან შედარებით,  ჩვენ ქვეყანაში პოზიტიურ (ამ შემთხვევაში) შედეგებს აღმოვაჩენთ.

საქართველოს მოსახლეობა 4 ნახევარი მილიონია, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობასთან შეადრებით 6-ჯერ ნაკლები, ხოლო ჩვენი ქვეყნის მშპ არის 12 მილიარდი დოლარი. რეალურად ჩვენზე მოსახლეობის რაოდენობით 6-ჯერ მეტი ქვეყანა მხოლოდ ორი მილიარდით მეტ მშპ-ს აწარმოებს, ამასთანავე, ერთსულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 3,210 $ გამოყოფილი ( 6-ჯერ მეტი ვიდრე ერთი ჩრდილოეთ კორეელის) – ეს კი კატასტროფული მდგომარეობაა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისთვის. ადამიანის უფლება დამცველები მსოფლიოს მოუწოდებენ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯებისკენ, საერთაშორისო სისტემა ერთხმად აღიარებს, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემა ერთხელდასამუდამოდ უნდა გადაწყდეს.  თუმცა ამ პროცესების შეყოვნების მთავარი მიზეზი მაინც ის ბირთვული ტერორია, რომელითაც ჩრდილოეთ კორეა დასავლეთს ემუქრება.

22.10.14

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share11Tweet7Share3

მსგავსი სტატიები

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
ანჯაფარიძე: რუსეთისთვის მთავარი მიზანი, უახლოეს დღეებში, არის მარიუპოლი
ახალი ამბები

ანჯაფარიძე: რუსეთისთვის მთავარი მიზანი, უახლოეს დღეებში, არის მარიუპოლი

2022/04/05
Next Post
უცნობი ისტორიები: ჰამლეტ გონაშვილი

უცნობი ისტორიები: ჰამლეტ გონაშვილი

პროკურატურა ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალექსი პეტრიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებს შეხვდა

Discussion about this post

ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 
ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 

2022/05/21
0

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი დანით მოკლა, აფხაზეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ზუგდიდში...

სრულად
11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

2022/05/21
კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

2022/05/21
ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა

ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა

2022/05/21
რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად

რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად

2022/05/21
თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა 

თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა 

2022/05/21
მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს – მარიუპოლის მერი 

მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს – მარიუპოლის მერი 

2022/05/21

საინტერესო

უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევა — ბრაზილიაში კუდის მქონე ბავშვი დაიბადა

უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევა — ბრაზილიაში კუდის მქონე ბავშვი დაიბადა

6 თვის ago
სერგეი ლავროვი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

სერგეი ლავროვი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

8 წელი ago
“მოვუწოდებ ყველას, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომელიც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს”

“მოვუწოდებ ყველას, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომელიც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს”

8 წელი ago

ლონდონში მუსილმანურ სკოლას ცეცხლი წაუკიდეს

9 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა  2022/05/21
  • 11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში  2022/05/21
  • კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა  2022/05/21

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In