მსოფლიო ბანკის სარეიტინგო სისტემის Worldwide Governance Indicators -ის (WGI) შეფასებით 2013 წლის საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დონე წინა 9 წლის (2004-2012წწ) საშუალო მაჩვენებელს 12.32% პუნქტით აღემატება და 69.38 %-ს შეადგენს. აღნიშნულ ინდიკატორს მსოფლიო ბანკი განსაზღვრავს და აქვეყნებს ყოველწლიურად. ანგარიშის მიზნია შეაფასოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების საქმიანობის ეფექტურობა და ხარისხი. WGI ანგარიში 30-მდე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტიზის საფუძველზე მზადდება.
ანგარიშის განხილვა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო, რომელსაც ორგანიზებას თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი უწევდა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ეკონომიკის ექსპერტები და აღნიშნული ანგარიშის თაობაზე იმსჯელეს.
საქართველოს 2013 მთავრობა ეფექტიანობით რეგიონში ყველა ქვეყანას უსწრებს (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრანა). აგრეთვე უსწრებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს ანალოგიურ მაჩვენებელს, მათ შორის იტალიის, რუმინეთის, და ბულგარეთის მთავრობებს.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკში მოცემულია მთავრობის ეფექტიანობის დონის მაჩვენებლების შედარება მეზობელ ქვეყნებთან და უკრაინასთან:
როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, საქართველოში 2013 წლის მთავრობის ეფექტიანობის დონე რეგიონში ყველა ქვეყანას უსწრებს, ამასთან, ეფექტიანობის დონის ზრდა 2004 წელთან შედარებით საგრძნობია საქართველოში (გაიზარდა თითქმის 2-ჯერ), რასაც ვერ ვიტყვით სხვა ქვეყნებზე.
WGI-ის მიხედვით, 2013 წელს მთავრობის ეფექტიანობის დონის მაჩვენებლის მიხედვით პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
საქართველო რეიტინგში 65-ე ადგილს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებლის დონით იგი უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო უმნიშვნელოდ ჩამორჩება უნგრეთს, ხორვატიას, პოლონეთს, სლოვაკეთს და ლიტვას:
მთლიანობაში მსოფლიო ბანკის პროექტ Worldwide Governance Indicators -ის (WGI) ანგარიში 1996-2013 წლების პერიოდს ეხება და აერთიანებს მთავრობის შეფასების ექვს აგრეგატს მსოფლიოს 200 ქვეყნისა და ტერიტორის შესახებ.
ეს აგრეგატებია:
1) ხმა და ანგარიშვალდებულება; 2) პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივობა; 3) მთავრობის ეფექტიანობა; 4) რეგულირების ხარისხიანობა; 5) კანონის უზენაესობა; 6) კორუფციის კონტროლი(ანტიკორუფციული საქმიანობა).
ანგარიშის მიხედვით, ზემოთჩამოთვლილი ექვსი აგრეგატიდან ოთხში 2013 წლის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ხარისხი 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, ხოლო სამი მიმართულებით (ხმა და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივობა; კორუფცის კონტროლი) საქართველოს მთავრობის საქმიანობის ხარისხი შეფასებულია ახალი ისტორიული მაქსიმუმის დონეზე.
Worldwide Governance Indicators -ის მიხედვით, 2013 წლის “მთავრობის ეფექტიანობის” მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციაზეა და უსწრებს უკლებლივ ყველა სახელმწიფოს – თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის მთავრობებს. აგრეთვე უსწრებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს ანალოგიურ მაჩვენებელს, მათ შორის იტალიის, რუმინეთის, და ბულგარეთის მთავრობებს.
Worldwide Governance Indicators -ის (WGI) ანგარიში 30-მდე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტიზის საფუძველზე მზადდება, როგორიცაა: Freedom House; World Economic Forum Global Competitiveness Survey; World Bank Country Policy and Institutional Assessments ; Global Integrity Index; World Justice Project; Institute for management & development World Competitiveness Yearbook; Global Insight Business Conditions and Risk Indicators; Asian Development Bank Country Policy and Institutional Assessments ; European Bank for Reconstruction & Development Transition Report და სხვა.