„თიბისი“ ბანკის ისტორია 1992 წელს დაიწყო, როდესაც ორმა ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მცირე საწყისი კაპიტალით ბანკის დაარსება გადაწყვიტა. ძალიან მალე კი 1993 წელს, ბანკს შეუერთდა ვახტანგ ბუცხრიკიძე, რომელიც ორი წლის შემდეგ მთავარ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს და დღემდე ამ პოზიციაზეა.
სახელი „თიბისი“ – მის საწყის დასახელებასთან თბილისის ბიზნეს ცენტრთან არის დაკავშირებული. ბანკის თავდაპირველ სამიზნე კლიენტთა ჯგუფს საცალო ვაჭრობის კომპანიები და ახალგაზრდა ბიზნესმენები წარმოადგენდა. ბანკის სწრაფვამ, მიეღო ცოდნა და გამოცდილება უცხოური დაწესებულებებისგან, მისმა შესამჩნევმა მზარდმა პოზიციამ ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღესდღეობით კი ბანკი, ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში, საკუთარი 59 შვილობილი და ბანკი „კონსტნტას“ 56 ფილიალით. ბანკი ინტენსიურად სთავაზობს სიახლეებს თავის მომხარებლებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბანკი „კონსტანტას“ შესვლის პროცესი „თიბისის“ ბრენდის ქვეშ 2015 წლის ინავარში დაიწყება და თებერვლისთვის დასრულდება. ამასთანავე, „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში დღის პირველნახევარში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯომარემ, მამუკა ხაზარაძემ და გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბანკის გენერალური დირექტორის სამი ახალი მოადგილე წარადგინეს.
მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების ტოპ-მენეჯერები – გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და დავით წიკლაური ვიცე-პრეზიდენტები გახდნენ. ბანკის დამფუძნებლის ინფორმაციით, ეს ადამიანები, ბანკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან მათ დატოვეს უმაღლესი მენეჯერული პოზიციები ისეთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებში როგორებიც არის – Barclays საინვესტიციო ბანკი, UniCredit Group და Deutsche Bank და „თიბისიში“ სხვადასხვა მიმართულება ჩაიბარეს. გიორგი თხელიძე – რისკების მართვას უხემლძღვანელებს, დავით წიკლაური – კოოპერატიულ საბანკო მიმართულებას, ხოლო ნიკა – ქურდიანი მიკროფინანსებს.
პრეს-კონფერენციის შემდეგ, „თბილისი თაიმსს“ გენერალური დირექტორის ახალი მოადგილე და რისკების მართვის ხელმძღვანელი, გიორგი თხელიძეს ბანკის უპირატესობებზე, მომსახურების სფეროსა და ახალი გუნდის სამომავლო მიზნებზე ესაუბრა.
რა არის „თიბისი“ ბანკის ძირითადი უპირატესობა და რით გამოირჩევა იგი სხვა ბანკებისგან?
„თიბისი“ ბანკს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უჭირავს. ეს არის ბანკი, რომელიც დაარსების დღიდან ზრუნავს თავის მომხარებელზე და ცდილობს ინტენსიურად შესთავაზოს მას სიახლეები. ვეთანხმები იმ ვარაუდს, რაზეც დღეს პრესკონფერენციის მსვლელობისას ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტან ბუცხრიკიძემ ისაუბრა, რომ „თიბისი“ შესაძლოა, ძალიან მალე გახდეს ლიდერი ბანკი და გაუწიოს სერიოზული კონკურენცია არამარტო საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ, არამედ სხვა რეგიონებსა და ქვეყნებში არსებულ წარმატებულ და ძლიერ ბანკებს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამის პერსპექტივა. „თიბისი“ ხომ მომხარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული და სტაბილური ბანკია, რომლესაც თუნდაც, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, ჰყავს ძილერი მენეჯმენტი, წარმატებული და საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ნამდვილად საიმედოა როგორც ბანკისთვის, ასევე მომხარებლებისათვის.
როგორ ფიქრობთ არის თუ არა ჯანსაღი კონკურენცია ამ სეგმენტზე საქართველოში და პირელ რიგში, რომელია თქვენი კონკურენტი ბანკი?
ისევე, როგორც ყველა ქვეყნის ბაზარზე ეს სეგმენტი საკმაოდ მოცულობითია. კონკურენცია ნამდვილად ჯანსაღია, რადგან ყველა მათგანი სხვადასხვა საბანკო სეგმენტზე იბრძვის პირველობისთვის. საქართველოში დომინირებს ძირითადად ორი ქართული ბანკი, თუმცა ასე კონკრეტულად კონკურენტი ბანკის დასახელება გამიჭირდებოდა, ვინაიდან მრავალ საბანკო სეგმენტზე შესაძლოა სხვადასხვა ბანკი გვიწევდეს კონკურენციას. საბანკო სისტემა, ერთიანი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ იგი გაშლილია სეგმენტებზე და თითოეულ მათგანი იბრძვის იმისთვის, რომ იყოს პირველი. იგი მომახარებელს ოთხ სეგმენტში – კორპორატიულ, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესსა და მიკრო ბიზნესში ემსახურება.
სეგმენტი გულისხმობს, ინდივიდუალურ მიდგომას მომხარებელთან ანაბრებს, სესხებს, დინსტანციურ მომსახურებასა და ფულად გზავნილებს. მხარს ვუჭერთ მსხვილ და მიკრო ბიზნესს. ეს ძალიან რთული და საერთო ჯამში შრომატევადი პროცესია.
როგორია „თიბისი“ ბანკსა და მის მომხარებელს შორის ურთიერთობა, რამდენად სრულყოფილია მომსახურების სფერო?
მომსახურების სფერო შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს იმდენად, რამდენადაც, ჩვენ მომხარებელზე ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულნი. ეს პირველ კითხვაშიც აღვნიშნე, რადგან ჩემი აზრით, „თიბისი“-ს პირველი და ძირითადი უპირატესობა სწორედ მომხმარებელთან მსგავსი დამოკიდებულებაა. დამოკიდებულება, რომელიც სანდოობასთან და ერთგულებასთან ასოცირდება. ვინაიდან, მე ჯერ კიდევ ახალი ვარ ბანკში, პირველადი დაკვირვებებითა და ჩემივე გამოცდილებით მიმაჩნია, რომ ბანკის მომსახურება სხვა ბანკებთან შედარებით გაცილებით მაღალი ხარისხის არის და მეტად მორგებულია მომხარებლებზე.
როგორია ბანკის სოციალური პასუხისმგებლობა?
„თიბისი ბანკი“ 21 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სოციალური აქტივობის მქონე ინსტიტუტად, რომელსაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საზოგადოებისათვის ღირებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. როგორც, დღეს ბატონმა ვახტანგმა განაცხადა 4000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს ბანკს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რომ „თიბისი“ ბანკი იყოს პირველი თავისი მომსახურების სფეროთი. ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული პროექტის ინიცირებაში გამოიხატა. „თიბისი“ ასევე ჩართულია ტურიზმისა და სპორტის სფეროშიც. წლების განმავლობაში, აქტიურად აფინანსებდა სხვადასხვა პროექტს, ვიღებდით მონაწილეობას მუსიკალური თუ სოციალური პროექტების შექმნაშიც. გასულ წლებს, რომ გადავხედოთ მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიების დასახელება შეგვიძლია, რომელის განვითარებასა და წარმატებით დასრულებაში ბანკმა დიდი წვლილი შეიტანა.
რა სიახლეები აქვს „თიბისის“ დაგეგმილი მომავალში?
„თიბისი“ ბანკი ყოველთვის გამოირჩევა სიახლეებითა და საზოგადოებასთან ურთიერთობას არასდროს წყვეტს. ჩვენ მომხარებლებს ბევრ საინტერესო შემოთავაზებას ვპირდებით და როგორც აღვნიშნე, ახალი გუნდი, ახალი შემართებით დაიწყებს მუშაობას. ძალიან მალე ჩემი ოჯახიც საქართველოში ჩამოვა. პირველ რიგში, ამიტომ ვარ მოხარული, რომ ჩემს ქვეყანაში გავაგრძელებ საქმიანობას და ვიქნები ისეთი ძლიერი და სტაბილური ბანკის გუნდის წევრი, როგორიც „თიბისი“ ბანკია.
23.10.14
ნათია კეკენაძე
Discussion about this post